5 სახლი, რომელიც დაუჯერებელ ადგილასაა აშენებული | Allnews.Ge

5 სახლი, რომელიც დაუჯერებელ ადგილასაა აშენებული

ადამიანებმა სახლების აშენება უხსოვარი დროიდან დაიწყეს. დროთა განმავლობაში სახლების აშენების ტექნიკა და იდეები დაიხვეწა. დღესდღეობით სახლის არაერთი მეპატრონე და არქიტექტორი ცდილობს ორიგინალური და გამორჩეული იდეები განახორციელოს.

CNN წარმოგიდგენთ 5 სახლს, რომლებიც დაუჯერებელ ადგილასაა აშენებული.

Cliff House , კანადა

Cliff House კანადის პროვინცია ნოვა სკოტიაში ატლანტის ოკეანის პირას მდებარეობს. სახლი წინა მხრიდან ჩვეულებრივად გამოიყურება, ზღვის მხრიდან კი, ის რამდენიმე მეტრის სიმაღლის ბოძებზე დგას.

Cliff House-ის ძირითადი ნაწილი ხისგანაა აგებული. შენობა ოთახებად არაა დაყოფილი და შიგნიდან ერთიან სივრცეს წარმოადგენს.

House on the Cliff, ესპანეთი

უჩვეულო სახლი- House on the Cliff ესპანეთში ალიკანტეს რეგიონში მდებარეობს. სახლი მთის საკმაოდ დამრეც ფერდობზეა გაშენებული და მას უზარმაზარი საცურაო აუზი აქვს.

Qiyunshan Tree House, ჩინეთი

Qiyunshan Tree House ჩინეთში, სინიანის პროვინციაში მდებარეობს. უცნაური ფორმის სახლი 6 სხვადასხვა მცირე ზომის ოთახისგან შედგება. თითოეულ მათგანში მინიმალური რაოდენობის ავეჯია.

Slice and Fold House , აშშ

Slice and Fold House აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. სახლი საკმაოდ დამრეც ფერდობზეა აგებული და უცნაური არქიტექტურით გამორჩევა. Slice and Fold House-ში სულ რამდენიმე ოთახი და ავტოფარეხია მოწყობილი.

Casa Del Acantilado, ესპანეთი

Casa Del Acantilado ესპანეთის ქალაქ გრანადაში მდებარეობს. სახლის აშენებისას ინსპირაციის წყარო არქიტექტორ ანტონიო გაუდის შემოქმედება გახდა. სახლი 2 დონისგან შედგება და იმგვარადაა გადახურული, რომ ტალღას მოგვაგონებს.

myquiz