რატომ გახდა თოვლი ვარდისფერი იტალიის ალპებში - რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები | Allnews.Ge

რატომ გახდა თოვლი ვარდისფერი იტალიის ალპებში - რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

იტალიის ალპებში თოვლმა და ყინულმა ფერი შეიცვალა და ვარდისფერი შეფერილობა მიიღო. ამის შესახებ CNN წერს.

მეცნიერები, რომლებიც ამ ფენომენს სწავლობენ, ამბობენ, რომ ყოველივე იმ წყალმცენარეს უკავშირდება, რომელიც ყინულის დნობას იწვევს და გლობალური დათბობის კიდევ ერთი მანიშნებელია.

CNN-ის ცნობით, ვარდისფერი თოვლი გამოჩნდა ჩრდილოეთ იტალიაში Presena-ს მყინვარწვერზე.

იტალიის კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, მკვლევარი ბიაჯიო დი მაურო ამბობს, რომ ბოლო დროს წყალმცენარე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოჩნდა, რაც საფრთხის შემცველია.

მაუროს თქმით, მართალია, ვარდისფერი თოვლი საოცრად შთამბეჭდავი სანახავია, მაგრამ გლობალურ დათბობაზე მიანიშნებს.

წყალმცენარეს, რომელსაც ყინულის დნობის დაჩქარებას, ასევე ყინულისა და თოვლის გავარდისფერებას უკავშირებენ, Chylamdomona-ს უწოდებენ.

მათი გამოჩენა ამა თუ იმ ზონაში და მყინვარზე ცუდის ნიშანია, რადგანაც გლობალური დათბობის კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას მოასწავებს.

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ცუდია მყინვარისთვის", - ამბობს მაურო CNN-თან და აღნიშნავს, რომ ამ მცენარის გავრცელება კლიმატის ცვლილებას მოჰყვა.

myquiz