როგორი იქნება ცათამბჯენი დუბაიში, რომელსაც „მოხრა“ შეეძლება | Allnews.Ge

როგორი იქნება ცათამბჯენი დუბაიში, რომელსაც „მოხრა“ შეეძლება

დუბაის ცენტრალურ ნაწილში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ცათამბჯენ ბურჯ ხალიფას გვერდით კიდევ ერთი განსაკუთრებული ცათამბჯენი Wasl Tower აშენდება.

CNN-ის ინფორმაციით, ცათამბჯენი ცნობილმა არქიტექტორმა ბენ ვან-ბერკელმა დააპროექტა და მისი მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დასრულდება.

როგორც ცნობილია, ცათამბჯენი იმგვარად იქნება აშენებული, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში "მოხრა" შეეძლება.

ცათამბჯენის სიმაღლე 302 მეტრი იქნება და მისი მშენებლობა, საერთო ჯამში, 400 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ამასთან, პროექტს განსაკუთრებულობას ანიჭებს მისი საშენი მასალაც. ცათამბჯენის დიდი ნაწილი კერამიკული თიხისგან დამზადდება, რაც მას უფრო დრეკადს გახდის და მასში მყოფ ადამიანებს დუბაის მწველი მზისგან დაიცავს.

როგორც ცნობილია, Wasl Tower -ის ზედა სართულებზე სასტუმროს მდიდრული ნომრები, საცურაო აუზები და რესტორნები მოეწყობა. ქვედა სართულებზე კი, მსოფლიოს წამყვანი ფირმების ოფისები მოეწყობა.

ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება ბურჯ ხალიფასა და Wasl Tower -ის გარდა დუბაის ცენტრალურ ნაწილში კიდევ არაერთი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს.

myquiz