ჯოჯოხეთი დედამიწაზე- ნახეთ, როგორ ცხოვრობენ პატიმრები ბრაზილიის ყველაზე სასტიკ ციხეში | Allnews.Ge

ჯოჯოხეთი დედამიწაზე- ნახეთ, როგორ ცხოვრობენ პატიმრები ბრაზილიის ყველაზე სასტიკ ციხეში

ბრაზილიის ციხეში მოხვედრა იგივეა, რაც ჯოჯოხეთში... აუტანელი სივიწროვისა და ხალხმრავლობის პირობებში ათი ათასობით პატიმარს იძულებითი თანაარსებობა ერთმანეთის გვერდით, უკიდურეს სივიწროვეში და გაუსაძლის პირობებში უწევს.

მშვიდობიანი პატიმრები გარშემორტყმული არა მხოლოდ ბეტონის კედლებით არიან. დაუნდობელი კრიმინალური ავტორიტეტები და სამუდამო პატიმრობა მისჯილები მავთულხლართების მიღმა თავს ისე გრძნობენ როგორც საკუთარ სახლში.

1029-otruce-el-salvador-gang-truce-1623578108.jpg

პერნამბუკუს ციხე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაუცველ სასჯელაღსრულებით დაწესებულებას წარმოადგენს.

მაშინ როდესაც ციხის ადმინისტრაცია 37 პატიმრის მოთავსებას ერთ პატარა საკანში ცდილობს, "chaverios" ავტორიტეტები სასჯელს ტელევიზორითა და სველი წერტილებით აღჭურვილ მდიდრულ ოთახებში იხდიან.

raxabago-police-station-jail-cell-20161010-001edit-wide-8e8acd57a0896585e91ce0ccc57f42eeaf9a7752-1623578143.jpg

ავტორიტეტების საკნები ნამდვილ (თუნდაც იაფასინს) სასტუმროს მოგაგონებთ, რომელიც ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მსჯვრდებულზეა მორგებული.

ოთახები როგორც წესი, ვენტილატორით, მაცივრითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით არის აღჭურვილი, - და რაც მთავარია, აქ VIP პატიმრებს პირადი მსახურებიც კი ჰყავთ, რომელთაც "chegados" - ებს უწოდებენ.

ციხის დერეფნები საზოგადოებრივი სივრცის გარდა, ბრძოლის ველის ფუნქციასაც წარმატებით ითავსებს, სადაც ერთმანეთზე გადაკიდებული დაჯგუფებები საკუთარი ძალის დემონსტრირებას სისხლიან დაპირისპირებებში უკიდურესი სისასტიკით ახდენენ - მაგრამ მათ, ვინც დერეფანი დროებით თავშესაფრად აირჩია, საკუთარი სიცოცხლისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევს.

2020070412195286669-1623578187.jpg

თუმცა, ნარკობარონები აქ შეიძლება ითქვას რომ თავს შესანიშნავად გრძნობენ. სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ფულით აბსოლუტურად ყველაფრის ყიდვა არის შესაძლებელი. კოკაინს აქ არა მხოლოდ პატიმრები, არამედ მცველებიც აქტიურად მოიხმარენ. ციხის თანამშრომლები წამალზე დამოკიდებულები ძალიან სწრაფად ხდებიან და მთელ თავიანთ დანაზოგს "თოვლის გუნდაზე" ხარჯავენ.

2020070412502986669-1623578237.jpg

მორიგი დოზის შესაძენად ნარკოტიკებით მოვაჭრის "გადაგდება" აქ არ მოსულა. ციხის კედლებში დილერის ჩვეულებრივი პრაქტიკა მოქმედებს - რაც მოვალის ოჯახის წევრის მძევლად აყვანას გულისხმობს. აღნიშნული პრაქტიკა გაგიკვირდებათ და, პოლიციის თანამშრომლებზეც კი ვრცელდება.

რაც შეეხება ხელმოკლე პატიმრებს, ისინი იძულებულები არიან პირდაპირ იატაკზე იცხოვრონ. ძილი დერეფანში, მაგიდის ქვეშ, კედელთან ახლოს - ერთ - ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება.

2020070413070086669-1623578265.jpg

ციხის ტერიტორიაზე წყალი იშვითად მოდის, ამიტომ მსჯავრდებულებს მისი მოგროვება ძირითადად ტანსაცმლის გასარეცხ ცისტერნებში უწევთ, რომელსაც შემდგომ სასმელადაც იყენებენ.

ყველა პატიმარი ვალდებულია ყოველკვირეული გადასახადი გადაიხადოს, რომელიც 5 – დან 15 – მდე რეალს შეადგენს. ეს უკიდურესად ღარიბთა ფენისთვის არც თუ პატარა თანხაა.

2020070413152786669-1623578284.jpg

პერნამბუკუს პატიმრების მაქსიმალური რაოდენობა - 10 500 ადამიანს შეადგენს. თუმცა, რამდენიმე წელია იქ სასჯელს უკვე 32 000 - ზე მეტი პატიმარი იხდის. ციხე დიდი ხანია რაც ქვეყნის სხეულზე ერთგვარ სისხლმდენ ჭრილობად იქცა, რომლის კედლებიც წლების განმავლობაში ციხის პერიმეტრზე დაგროვილ ბოროტებას უკვე ვეღარ იტევს.

philippines-crowded-jail-696x404-1623578322.jpg

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რეგიონში სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიც თანდათანობით სწორედ მისი ანალოგი ხდება.

myquiz