როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობები | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობები

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში პარლამენტი წარმოადგენს ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოსა და მთავარ სავიზიტო ბარათს.

ამიტომ მათი მშენებლობისას სპეციალისტთა მთელი გუნდია ჩართული, რომლებიც შთამბეჭდავი შენობის აშენებისას ქვეყნის კულტურას, არქიტექტურულ სტილსა და ფერთა შეხამებას ითვალისწიენებენ. Travel Trvia წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ლამაზ პარლამენტის შენობას.

Union Buildings, სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის შენობას Union Buildings ეწოდება, რომელიც ამავდროულად პრეზიდენტის სასახლეს წარმოადგენს. ის 1993 წელს აშენდა და ქვეყნის უმთავრესი სიმბოლო მალევე გახდა. Union Buildings გორაკზეა აშენებული და მის გარშემო დიდი ბაღებია. შენობაში ყოვეწლიურად არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ ღონისძიება იმართება.

არგენტინის ეროვნული კონგრესის სასახლე, არგენტინა

არგენტინის ეროვნული კონგრესის სასახლე არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მდებარეობს. ნეოკლასიცისტური შენობის მშენებლობა 1898 წელს დაიწყო, თუმცა მისი დასრულება 1946 წლამდე ვერ მოხერხდა. 1906 წლიდან სასახლეში ეროვნული კონგრესის სხდომები იმართება.

პარლამენტის შენობა (სახლი) ავსტრალია

ავსტრალიის პარლამენტი დედაქალაქ კანბერაში მდებარეობს. მის აშენებამდე ქვეყანაში საერთაშორისო შეჯიბრი მოეწყო, რათა საუკეთესო არჩევანი გაეკეთებინათ. პარლამენტის მშენებლობისას ფერები ქვეყნის ლანდშაფტური მრავალფეროვნება გაითვალიწინების შეარჩიეს.

სტორთინგი, ნორვეგია

ნორვეგიის პარლამენტი, იგივე სტორთინგი დედაქალაქ ოსლოში მდებაორებს. შენობას H-ის ფორმა აქვს და ის 1866 წელს აშენდა . სტორთინგი დამთვარიელებლებისთვის ღიაა და ტურისტების მისი მონახულება უპრობლემოდ შეუძლიათ.

ეროვნული ასამბლეის სასახლე, სერბეთი

სერბეთის ეროვნული ასამბელის სასახლე ბელგრადში მდებარეობს. მისი მშენებლობა 30 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 1936 წელს დასრულდა. შენობის მთავარი დარბაზის იატაკი მთლიანად მარმარილოთია დაფარული.

კანადის პარლამენტი, კანადა

კანადის პარლამენტი დედაქალაქ ოტავაში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ შენობად ითვლება. გოთიკური შენობის მშენებლობა 1859 წელს დასრულდა. მას შემდეგ პარლამენტის სხდომები აქ იმართება.

კაპიტოლიუმი, აშშ

კაპიტოლიუმი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შენობას წარმოადგენს. ჯორჯ ვაშინგტონი მის ასაშენებლად დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა საუკეთესო ადგილს. კაპიტოლიუმის მშენებლობა 1793 წელს დაიწყო, საბოლოო სახე კი 1960 წელს მიიღო.

ბინენჰოფი, ჰოლანდია

ჰოლანდიის პარლამენტი - ბინენჰოფი ქალაქ ჰააგაში მდებარეობს. პარლამენტის შენობა თავდაპირველად ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, რომელიც მე-13 საუკუნეში ააშენეს. ამჟამინდელი სახის მიღებამდე შენობა არაერთხელ გადაკეთდა.

უესტმინისტერის სასახლე, ინგლისი

უესტმინისტერის სასახლე გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს. 900 წლის წინ აშენებულ შენობაში პარლამენტის 2 პალატა (ლორდთა და თემთა) იკრიბება.

უნგრეთის პარლამენტი, უნგრეთი

უნგრეთის პარლამენტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შენობას წარმოადგენს და ქვეყნის მთავარი ტურისტული ცენტრია. შენობა გოთიკური და რენესანსული სტილების საინტერესო ნაზავს წარმოადგენს. მასში სულ 691 ოთახია.

myquiz