ვინ აღმოაჩინა ბავშვები სოფელ ქვეშეთიდან, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობს - "მულტფილმის გამზადებული გმირები არიან" | Allnews.Ge

ვინ აღმოაჩინა ბავშვები სოფელ ქვეშეთიდან, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობს - "მულტფილმის გამზადებული გმირები არიან"

მარი ნარიმანიძეს და ბექა ბუჩუკურს სოფელ ქვეშეთიდან დღეს ყველა იცნობს - რამდენიმე დღეში ისინი ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავებად იქცნენ. ლაღი, გულწრფელი, "ფუმფულა" პატარები ინტერნეტით გაიცნეს და მათ მიმართ აღფრთოვანებას ვერავინ მალავს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი აკა მორჩილაძის ნაწარმოების "ტერცო მონდოს" მიხედვით ფილმს იღებს. გადაღებების ნაწილი გასულ კვირას ხადას ხეობაში, მთიულეთში მიმდინარეობდა, სადაც აღმოაჩინეს კიდეც ეს არაჩვეულებრივი ბავშვები...

ფილმი სამ მეგობარზეა, რომლებიც პატარაობიდანვე ერთად მოდიან რაიონის სკოლიდან, შემდეგ თბილისში გადაინაცვლებენ... საბოლოოდ კი, ეროვნული მოძრაობის დროს, პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდებიან ერთმანეთს. 90-იანი წლების დაძაბულ პერიოდში გოგონა, რომელიც ბიჭების ბავშვობის მეგობარია და ორივეს უყვარს, იღუპება. ამის შემდეგ კი მძაფრად ვითარდება მოქმედება...

ეს ფილმზე, თუმცა რაც შეეხება მარის და ბექას, მათი პერსონაჟები სცენარში არც იყო გათვალისწინებული, ბავშვები მთიულეთში შემთხვევით აღმოაჩინეს და ისე მოეწონათ, რომ მათთვის ფილმში როლებიც კი შექმნეს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ და როგორ იპოვა ეს საოცარი გოგო-ბიჭი, რომლებიც ერთი კვირის წინ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდნენ სოფელ ქვეშეთში, დღეს კი სრულიად საქართველომ გაიცნო და ყველა მათზე ლაპარაკობს... ეს ადამიანი "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, ხათუნა ხუნდაძეა.

"მე კი აღმოვაჩინე, მაგრამ ბატონი მერაბის დამსახურებაა, რომ ისინი ამ ფილმში მონაწილეობენ... ამ ბავშვების შესახებ ჩვენი გადამღები ჯგუფის წევრებმა გაავრცელეს ფოტოები "ფეისბუქზე". მათი ფანტასტიკური ფოტოები ბევრს ედო, თუმცა ყველამ მაინც გიორგი ნადირაშვილის გადაღებული საოცარი სურათები იხილა და გააზიარა.

ამ ბუთურიების არგადაღება როგორ შეიძლებოდა? მერე კი საოცარი პატარები ჟურნალისტებმა აიტაცეს და ისინი ამა თუ იმ გადაცემასა თუ შოუში მოხვდნენ...

მოკლედ, ეს ამბავი ასე დაიწყო: ვიყავით ხადას ხეობაში, სოფელ ქვეშეთში საჯარო სკოლის ბავშვები (12-14 წლისები) უნდა შეგვერჩია... უცებ სკოლის ბავშვებში ეს ორი ბუთურია ადამიანი შევნიშნე, ოღონდ ცალ-ცალკე. მარი და ბექა დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან, მაგ ასაკისანი არ გვინდოდა, მაგრამ ისეთი საყვარლები იყვნენ, გამოვიყვანე და მათთან ერთად ჩვენმა ოპერატორმა ფოტოები გადამიღო. სასაცილოები და უსაყვარლესები იყვნენ - გოგო განათებული სახით და ბიჭი "რაიკომის მდივანივით"...

სურათი ჩვენს კასტინგ-მენეჯერს, მანანა თარალაშვილს რომ ჩავუტანე და ვაჩვენე, მაშინვე თქვა: ესენიც უნდა გადავიღოთო. ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს რომ ვაჩვენეთ, ხმა არ ამოუღია, სიცილი დაიწყო. მერე აიღო მაკრატელი, ჩემი თავი წააჭრა ფოტოს, დატოვა მხოლოდ ბავშვები და სურათი კედელზე გააკრა. ამით კი გვაჩვენა, რომ ესენი უკვე დამტკიცებული არიან როლზეო! მას მერე სულ ვეხუმრები: ბატონო მერაბ, როგორ ჩამომჭერით-მეთქი...

- მოკლედ, ბავშვები სცენარში არ იყვნენ და მათთვის როლები შეიქმნა?

- კი, ჩავსვით - ბავშვებს და აკითხავს სკოლაში და კლასიდან გამოჰყავს... ოქტომბრელები არიან... მოქმედება 80-იან წლებში ხდება. ჩვენი კოსტიუმების დიზაინერებმა, ქეთი კალანდაძემ და თეო თიგიშვილმა სანიტრის ფორმა შეუკერეს, რომელშიც გამოვაწყეთ და მაშინვე ძალიან საყვარელი პერსონაჟები გახდნენ.

ის ოქტომბრელის ნიშანი, რომელიც მკერდზე გავუკეთეთ, ძლივს ვიშოვეთ, ორად ორი ცალი იყო მშრალ ხიდზე... რეკვიზიტორების არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს, მხატვარ კოტე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. კოტემ ბიჭუნას ხელში წითელი ჩანთა დააჭერინა, რომელზეც ვინიპუხი და პიტაჩოკია გამოსახული. თან, იმ ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ისე დგანან, რომ მულტფილმის გამზადებული გმირები არიან.

წაიკითხეთ გაგრძელება AMBEBI.GE-ზე

myquiz