სად და როგორ აწარმოებენ ყავას, რომელსაც თქვენ შესაძლოა ყოველდღე სვამდეთ (ინფოგრაფიკა) | Allnews.Ge

სად და როგორ აწარმოებენ ყავას, რომელსაც თქვენ შესაძლოა ყოველდღე სვამდეთ (ინფოგრაფიკა)

მსოფლიოში წარმოებული ყავის მესამედი ბრაზილიაში იწარმოება. ყავის პლანტაციებსა და საწარმოებში ქვეყნის მასშტაბით 8 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული. როგორ მოჰყავთ და აწარმოებენ ყავას ბრაზილიაში, რომელსაც შესაძლოა, თქვენ ყოველდღე სვამდეთ?

ყავის მოყვანის ბევრი მეთოდი არსებობს. ბრაზილიაში, მინას ჟერაისის შტატში თავდაპირველად ყავის მარცვლებს თესავენ, რის შემდეგაც 5 წელიწადში ყავის ხე უკვე ისხამს პირველ ნაყოფს. აღსანიშნავია, რომ ყავის ხეს დაახლოებით 60 წლის მანძილზე შეუძლია ნაყოფის მოსხმა.

ყავის ხეზე მოსხმული ნაყოფი უნდა გაარჩიოთ, როგორც თხილი, ვინაიდან მარცვალი, რითიც ყავა მზადდება, ნაჭუჭშია.

ყავის მოსავლის აღებას მარცვლების დამწიფების შემდეგ იწყებენ, შემდეგ გასახმობად მზეზე ყრიან. გახმობას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება, გახმობის შემდეგ კი მარცვალი მზადაა მოსახალად.

სწორედ მოხალული მარცვლების დაფქვა და უკვე ყავის მოსადუღებლად გამოყენებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სასმელებს შორის ყავა მესამე ადგილასაა წყლისა და ჩაის შემდეგ. შესაბამისად, ყავაზე ყველა ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა. გარდა ამისა, Worldatlas-ის ცნობით, ყავა მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ხშირად გაყიდვადი პროდუქტია ქვეყნებს შორის ნავთობის შემდეგ.

წლის განმავლობაში საშუალოდ, ნახევარ ტრილიონ ფინჯან ყავას მოიხმარენ. ყავას მოიხმარენ არამხოლოდ დასალევად, არამედ მისი მარცვლებით იწარმოება ისეთი სასმელი, როგორიცაა მაგალითად, კოკა-კოლა, ასევე მას გამოიყენებენ ფარმაციასა და კოსმეტიკის წარმოებაში.

ყავის საწარმოები, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეუსაბამობები გამოავლინა

არსებობს ორი კომერციულად ყველაზე მომგებიანი ყავის ტიპი: არაბიკა, რომელზეც მსოფლიოში ყავის წარმოების 70% მოდის და რობუსტა, რომელიც გაცილებით იაფია და მარტივია მოსაყვანად.

ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ მსოფლიოში ყავის მწარმოებელ 10 ყველაზე მსხვილ ქვეყანას:

myquiz