როცა არ შეიძლება მაგრამ ძალიან გინდა: ხუთი აკრძალვა, რომელსაც სამეფო ოჯახი არღვევს | Allnews.Ge

როცა არ შეიძლება მაგრამ ძალიან გინდა: ხუთი აკრძალვა, რომელსაც სამეფო ოჯახი არღვევს

წესების ჩამონათვალი, რომელიც საჯარო ადგილებში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქცევას არეგულირებს, უკვე რამდენიმე ასწლეულს ითვლის და მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები ფორმალურად არსად გაწერილი არ არის, სამეფო ოჯახი მას დღემდე იცავს.

ადრე ამ წესებს მცირეოდენი გადახვევის გარეშე მიჰყვებოდნენ, თუმცა დღეს ზოგიერთ მათგანთან მიმართებით უინძორების დინასტიის წარმომადგენლები უფრო მოქნილ მიდგომას იყენებენ.

გთავაზობთ ხუთ წესს, რომელიც ხელშეუხებლად აღარ ითვლება.

1. ავტოგრაფების მიცემა

სამეფო ოჯახის წევრებს ავტოგრაფების დარიგება ეკრძალებათ. მიიჩნევენ, რომ ხელმოწერა შეიძლება დააკოპირონ და შემდეგ გააყალბონ. გარდა ამისა, მათ ეკრძელებათ ადამიანებთან ერთობლივი სელფის გადაღება, პირველ რიგში იმიტომ რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებისთვის ზურგის შექცევა არ არის მიღებული. გარდა ამისა, სელფის გადაღება ფიზიკურად მიახლოვებას გულისხმობს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს ქმნის. თუმცა დღეს სამეფო ოჯახის წევრები ამ ორივე წესს საკმაოდ ხშირად არღვევენ.

2. ჩახუტება, კოცნა და ხელჩაკიდებული სიარული

საერთოდ ადამიანების სამეფო ოჯახის წევრებთან მიკარება არ შეიძლება, იმ შემთხვევაში თუ სამეფო ოჯახის წევრი ხელს პირველი არ გაუწვდის მათ. უინძორების ახლანდელი თაობა ამ წესს სრულად უგულვებელყოფს. მიიჩნევენ, რომ პრინცებმა ჰარიმ და უილიამმა დედის, პრინცესა დაიანას მანერა გადაიღეს, რომელიც ხალხს საჯაროდ ხშირად ეხუტებოდა.

გარდა ამისა, სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ჰარისა და მეგან მარკლის ხშირად ხედავენ ხელიხელჩაკიდებულებს სამეფო მიღებებზე.

3. ერთად მოგზაურობა

ადრე ნებისმიერი სახის მოგზაურობა განსაკუთრებით კი გრძელ მანძილზე საკუთარ თავში უამრავ რისკს გულისხმობდა და შეიძლება ტრაგედიით დასრულებულიყო, ამიტომ წესს, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებს ერთად მოგზაურობას უკრძალავდა, საკმაოდ მკაცრად იცავდნენ. თუმცა, ქეითმა და უილიამაა ამ წესის დარღვევა გადაწყვიტეს და დღეს ხშირად მოგზაურობენ ბავშვებთან ერთად.

4. მამაკაცები არ ატარებენ ნიშნობის ბეჭედს

სამეფო ოჯახის წევრი მამაკაცები როგორც წესი ნიშნობის შემდეგ ბეჭედს არ ატარებენ. ამ წესს ემორჩილებოდნენ პრინცი ჰარის ბაბუა, მამა და ძმა და ნიშნობის ბეჭდის ტარებისგან თავი შეიკავეს. ჰარი და მეგანი, რომლებსაც ბევრი სამეფო ოჯახის თანამედროვე წარმომადგენლებად მიიჩნევს, ნიშნობის ბეჭდებს ატარებენ. ბეჭდების გაცვლა მათი ჯვრისწერის სცენარშიც იყო გაწერილი.

5. არ დაქორწინდნენ გაშორებულებზე

ტრადიციის თანახმად სამეფო ოჯახის წევრები არ ქორწინდებიან იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე იყვნენ ქორწინებაში.

თუმცა, ბოლო თაობაში, ეს წესი უკვე ორჯერ დაარღვიეს. ჰარის მამამ პრინცმა ჩარლზმა პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ კორნოულის ჰერცოგინიაზე კამილაზე დაქორწინდა, რომელიც პირველ ქმარს დაშორებული იყო.

მეგან მარკლიც იყო დაქორწინებული, სანამ პრინც ჰარის შეხვდებოდა.

myquiz