მამის მიერ ნიკოტინის მოხმარებამ, შესაძლოა, შვილებში კოგნიტური დეფიციტი გამოიწვიოს | Allnews.Ge

მამის მიერ ნიკოტინის მოხმარებამ, შესაძლოა, შვილებში კოგნიტური დეფიციტი გამოიწვიოს

მამის მიერ ნიკოტინის მოხმარებამ, შესაძლოა, შვილებსა და შვილიშვილებში კოგნიტური დეფიციტი გამოიწვიოს. ამის შესახებ ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა კვლევა სამედიცინო ჟურნალ PLOS Biology-ში 16 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოტინის დედის მიერ მოხმარება მნიშვნელოვად ზრდის ქცევითი აშლილობის რისკებს რამდენიმე თაობაში, მათ შორის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის რისკს.

თუმცა, მეცნიერებისთვის ამ დრომდე ბუნდოვანი იყო თუ რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა მამის მიერ ნიკოტინის მოხმარებას, ვინაიდან რთული იყო გენეტიკური ფაქტორების გარემო ფაქტორების შედეგებისგან გამორჩევა (გარემო ფაქტორებში ამ შემთხვევაში შესაძლოა სიგარეტის კვამლი მივიჩნიოთ).

სწორედ ამ ბუნდოვანების გასაქრობად, მკვლევარები დეირდე მაკართი და პრადიპ ბაიდი მამრ თაგვებს წყალში ნიკოტინს უყრიდნენ მათი არსებობის იმ ეტაპზე, როდესაც თაგვებში სპერმის წარმოშობა ხდება. ამის შემდეგ მკვლევარებმა ეს თაგვები იმ მდედრ თაგვებთან შეაჯვარეს, რომლებიც არ იყვნენ ნიკოტინის მომხმარებლები. შედეგად მიუხედავად იმისა, რომ მამრ თაგვებს ქცევითი აშლილობა არ ახასიათებდათ, მათი შთამომავლები ჰიპერაქტიურობას, ყურადღების დეფიციტსა და კოგნიტურ მოუქნელობას განიცდიდნენ.

კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ მამაკაცების მიერ ნიკოტინის მოხმარებას შთამომავლებში მნიშვნელოვანი კოგნიტური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

myquiz