გველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ცხოველების ჩამონათვალში შევიდა | Allnews.Ge

გველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ცხოველების ჩამონათვალში შევიდა

მედიკოსებს ადამიანზე ცხოველის დადებითი გავლენა არაერთხელ აღუნიშნავთ. მეცნიერებმა შეადგინეს ადამიანის მკურნალი ცხოველების სია. ყველაზე სასარგებლო ცხოველების ჩამონათვალში შევიდა: კატა, ძაღლი, ცხენი, ფუტკარი და გველი. მეცნიერების მტკიცებით, მათ შეუძლიათ თავიდან აგვაშორონ დიაბეტის, პარკინსონის დაავადებისა და დემენციის სიმპტომები.

საუკეთესო დასტაქრებად აღიარეს კატები. აღმოჩნდა, რომ კატის მოფერებისას, ხელისგულებზე განსაკუთრებული წერტილები სტიმულირდება. დაბალი დიაპაზონის ხმის სიხშირე - კატის კრუტუნი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამიტომაა მიჩნეული კატა ნევროზების, დეპრესიისა და გონებრივი მოშლილობის დროს საუკეთესო დამხმარედ.

მეორე ადგილი ძაღლებს ერგოთ. ამ ცხოველის დამსახურებით, ადამიანი მეტს მოძრაობს. სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება გულსისხლძარღვთა სისტემისთვისაა სასარგებლო. გარდა ამისა, ძაღლის ნერწყვს ბაქტერიოციდული თვისება გააჩნია და პატრონის ალოკვა ამცირებს მწვევე რესპირატორული დაავადების რისკს.

ცხენი მესამე ადგილზეა. ექიმები აუტისტ ბავშვებსა და ფსიქიკური დაავადების მქონე პირებს ცხენთან ხშირ კონტაქტს ურჩევენ. ზრდასრულებში ცხენი კურნავს დეპრესიას და დამოკიდებულებას (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული). განაგრძეთ კითხვა 

myquiz