ბიოლოგებმა აღმოაჩინეს ცხოველი, რომელიც უკვდავია | Allnews.Ge

ბიოლოგებმა აღმოაჩინეს ცხოველი, რომელიც უკვდავია

პლანეტაზე არც თუ ისე ცოტა ცოცხალი ორგანიზამია, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მეცნიერების გაოგნებაც შეუძლიათ. ამასთანავე ზოგჯერ ბუნებას შეუძლია გასაოცარი და უნიკალური ცოცხალი ორგანიზმები შექმნას.

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი დაბადებით იწყება და სიკვდილით სრულდება. ეს ბუნებრივი პროცესია. მაგრამ როგორც აღმოჩნდა დედამიწაზე არსებობს სახეობა, რომელმაც მსგავსი საციცოხლო ციკლიდან გასვლა შეძლო. ცოტა ხნის წინ ამერიკელი ბიოლოგების ჯგუფმა აღმოაჩინეს ცხოველი, რომელსაც მუდმივად ცხოვრება შეუძლია.

ერთადერთი უკვდავი ცხოველის სტატუსი მედუზა Turritopsis nutricula-მ დაიმსახურა. ის ტროპიკული ზღვების სიღრმეებში ბინადრობს და ძალიან მცირე ზომისაა, ის დაახლოებით 3-5 მილიმეტრისაა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მედუზამ საკუთარი თავის გაახალგაზრდავება ისწავლა. როგორ ახერხებს ის ამას?

სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა: როდესაც ორგანიზმი ზრდასრულ მდგომარეობას აღწევს - ის არ კვდება. ის ზღვის ფსკერზე ეშვება, რის შემდეგაც ქიტინის ქერქით იფარება, რის შემდეგაც ის პოლიპად იქცევა. ქიტინის ქვეშ მედუზის ყველა უჯრედი სრულიად ახლდება და ორგანიზმი ზრდასრულიდან თავისი განვითარების ისევ საწყის მდგომარეობაში გადადის. ამის შემდეგ გაახალგაზრდავებული მედუზა ქიტინის საფარიდან გამოდის და თავისი ცხოვრების ციკლს აგრძელებს იქამდე, სანამ კვლავ არ დაბერდება. ამის შემდეგ განახლების პროცესი ხელახლა იწყება. ასე კი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს.

მოცემული მომენტისთვის მეცნიერები აღნიშნული ფენომენის კვლევით არიან დაკავებულები.
არსებობს ვარაუდი, რომ მედუზამ თავისი გენების მართვა ისწავლა და ამგვარად გავლენას ახდენს ახალი უჯრედების ფორმირების პროცესზე. თუმცა, რა გზით ახერხებს ის "დროის უკან დაბრუნებას" ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ თავად მედუზის ამ სახეობის აღმოჩენა რამდენიმე წლის წინ მოხერხდა, მისი უკვდავობის თეორია კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. არსებობდა ვარაუდი, რომ მედუზა ამგვარად მრავლდება და ქიტინის ქერქიდან სხვა ახალი ორგანიზმი გამოდის. თუმცა უკანასკნელი კვლევები იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ზღვის ბინადარს უსასრულო რაოდენობით შეუძლია თავისი უჯერედების განახლება.

myquiz