როგორი ფერის ტაქსებს შეხვდებით სხვა ქვეყნებში - იხილეთ ინფოგრაფიკა | Allnews.Ge

როგორი ფერის ტაქსებს შეხვდებით სხვა ქვეყნებში - იხილეთ ინფოგრაფიკა

ტაქსების ბიზნესი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად რეგულირდება. ასევე განსხვავებულია მათი ფერი, დიზაინი და მანქანის მოდელიც კი. ზოგიერთ ქვეყანას ტაქსების ბიზნესის ხანკმოკლე ისტორია აქვს, მაშინ როდესაც ზოგიერთი ქვეყანა ტაქსებს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების მისაყვანად იყენებდა.

ალბანეთში ტაქსის ავტომობილების პოვნა ადვილია. ქვეყნის დედაქალაქ ტირანაში ტაქსის ყველა მანქანა ყვითელ ფერშია შეღებილი და სხვადასხვანაირი ნიშნები ადგას თავზე. ოფიციალურ ტაქსის თავზე წითელ წარწერიანი ყვითელი ნიშანი ადგას. ამჟამად კანონი ტაქსის მძღოლებს ავალდებულებს იყიდონ 10-ზე ნაკლები წლის ავტომობილი. ქვეყნაში ტაქსის 90% კერძოა: ბაზარზე მხოლოდ ორი კომპანია ოპერირებს და ისინიც მხოლოდ ტირანას მასშტაბით ემსახურებიან მგზავრებს. ამ ორი კომპანიის მძღოლების პარალელურად ტაქსომეტრებს იშვიათად შეხვდებით.

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში შავი ფერის ტაქსი გადაადგილდება, რომლებსაც ყვითლად შეღებილი სახურავი აქვთ. ლიცენზიების გაცემა აქ ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციაა. ტაქსის ავტომობილების უმეტესობა Chevrolet Corsa ან Fiat Siena, რომლებსაც მოდერნიზებული ან ქარხნული NGV სისტემა აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ საწვავზე ნაკლები თანხა ეხარჯებათ, ვიდრე ბენზინის შემთხვევაში.

ფინეთში ტაქსის მძღოლები ვალდებულები არ არიან საკუთარი მანქანები რომელიმე კონკრეტულ ფერში გადაღებონ. მათი ამოცნობა სახურავზე დადგმული ნიშნით არის შესაძლებელი, რომელსაც "ტაქსი" აწერია, რომელიც ანათებს, იმ დროს როდესაც მანქანა თავისუფალია.

გერმანიაში დაახლოებით 50 ათასი ტაქსის მანქანაა და ყველა მათგანი კრემისფერია. ტაქსის მანქანებს სახურავზე შავ- და ყვითელწარწერიანი ნიშნები ადგას.

ირლანდიაში ტაქსის მანქანებს არ სთხოვენ სპეციფიკურ ფერში შეღებვას, თუმცა მათ სახურავზე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ტაქსის ნიშანი.

არ ელოდოთ რომ მთელს ისრაელში ყვითელი ფერის ტაქსი შეგხვდებათ. ტაქსების ფერები აქ ცოტათი განსხვავებულია - დასავლეთ იერუსალიმში და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ტაქსი თეთრი ფერისაა, აღმოსავლეთ იერუსალიმში კი ყვითელი ტაქსიც შეგხვდებათ.

იტალიაში ტაქსი თეთრი ფერისაა, აქამდე იყო ყვითელი, 1950-იან და 60-იან წლებში კი მწვანე, შავი ან წითელი. ახლა ამ მანქანებს სახურავზე პატარა განათებული ტაქსის ნიშანი ადგას. ქვეყანაში 25 186 ტაქსია.

იაპონიის სხვადასხვა ნაწილში ბევრი სხვადასხვა ფერისა და სტილის ტაქსია. იაპონიას არ აქვს დაწესებული ლიმიტი ტაქსების ზოგად დიზაინზე, ამიტომ ყველა კომპანია თავის საკუთარ დიზაინს ადგენს. ოსაკაში ტაქსი ძირითადად შავი ფერისაა.

ლიტვაში ტაქსის მანქანებს განსაზღვრული ფერი არ აქვთ. ქუჩებში მათი ცნობა სახურავზე დადგმული ტაქსის ნიშნითა და გვერდებზე შავი და ყვითელი კვადრატული ხაზებით შეიძლება.

კოლუმბიაში ქალაქების უმეტეს ნაწილში ყვითელი ფერის ტაქსის ავტომობილები გადაადგილდება. ყველაზე გავრცელებული ავტომობილი კი, რომელიც ტაქსის ფუნქციას ითავსებს Hyundai Atos-ია, რომელიც თავისი ეკონომიურობით გამოირჩევა.

ეგვიპტეში ტაქსის მძღოლებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება უწევთ. ტაქსის მძღოლები ასევე ვალდებულები არიან საკუთარი მანქანები თითოეული ტერიტორიული ერთეულისთვის უნიკალურ ფერად შეღებენ. მაგალითად კაიროს შემთხვევაში ტრადიციული ფერები შავი და თეთრია, ალექსანდრიის შემთხვევაში კი ყვითელი და შავი.

ერიტრეაში ყველა ტაქსი ყვითელი ფერისაა. დედაქალაქ ასმერაში, როგორც წესი, ყვითელი ფერის Kia, Toyota და Mercedes Benz-ი გადაადგილდება. დედაქალაქში ტაქსი ერთსა და იმავე კომპანიას ეკუთვნის. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ამასაუაში დიდი ზომის ტაქსები გადაადგილდება, როგორიც მაგალითად "მინივენია", თუმცა, ისინიც ყვითლად არის შეღებილი.

გაიანაში 20000 რეგისტრირებული ტაქსის მანქანაა, თუმცა ზოგიერთი მათანი არ არის დარეგისტრირებული და მაინც როგორც ტაქსი ისე მუშაობს. მათ "პირადი დაქირავების" მანქანებს უწოდებენ და ქვეყანაში არალეგალურად ოპერირებენ. 2010 წლის შემდეგ გაიანაში ყველა ტაქსი ყვითელი ფერის უნდა იყოს.

ჰონგ-კონგში სამი სახის ტაქსია, რომლებიც სხვადასხვა ფერშია შეღებილი და ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში ოპერირებს. ყველაზე გავრცელებული მათგანი წითელ ფერშია შეღებილი, რომელიც ჰონგ-კონგის კუნძულსა და კოულუნს ემსახურება. მწვანე ფერის ტაქსი ახალ ტერიტორიაზე ოპერირებს, ლურჯი კი - ლანტაუს კუნძულზე.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 2013 წლის შემდეგ ტაქსის ყველა მანქანა ყვითლად უნდა იყოს შეღებილი.

ინდოეთში ტაქსის მანქანები ყვითელ და შავ ფერში უნდა იყოს გადაწყვეტილი. უფრო ახალი ტაქსები თეთრი ფერისაა.

მექსიკაში ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი ტაქსები კარძოსგან განსხვავებით უნდა იყოს 4-კარიანი. ტაქსის მანქანა წითლად უნდა იყოს შეღებილი და თეთრი სახურავი უნდა ჰქონდეს. აქ ახალი ტაქსების უმეტესობა Nissan Tsurus. 2001 წლამდე ტაქსების უმეტესობა მწვანე ფერის იყო.

ნორვეგიაში ტაქსის ფერი განსაზღვრული არ არის, თუმცა, შავი და ვერცხლისფერი შეფერილობა აქ ფერის ყველაზე პოპულარული არჩევანია.

პერუში ტაქსი როგორც წესი, ყვითელი და თეთრი ფერისაა. თუმცა აქ ფერთან დაკავშირებით რაიმე წესი არ მოქმედებს, ამიტომ ტაქსის ავტომობილს თავისუფლად შეუძლია იყოს ნაცრისგერი ან წითელი ფერის.

ფილიპინებში ტაქსები როგორც წესი თეთრი ან ყვითელი ფერისაა. მანილაში ტაქსის ზოგიერთი კომპანია ორფერიან კონფიგურაციას იყენებენ, იმისთვის, რომ თავიანთი მანქანები სხვა კომპანიების მანქანებისგან გამორჩეული გახადონ.

რუმინეთში ტაქსი ყვითელი ფერისაა, როგორც ნიუ-იორკში, თუმცა ეს საერთო წესი არ არის. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში თეთრი ტაქსებიც შეგხვდებათ.

რუსეთში რეგულირებული ოფიციალური ტაქსის ავტომობილები ყვითელი ფერით გამოირჩევა, თუმცა აქ მაინც ნებისმიერი სახის მანქანას

შეუძლია ტაქსის ფუნქცია შეასრულოს.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ტაქსის ფერს თითოეული ქალაქი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, მათი უმეტესობა მაინც თეთრი ფერისაა და კარებზე შესაძლოა სხვა ფერის გარკვეული დეტალი ან სიმბოლო ჰქონდეს.

შვედეთში ტაქსების უმეტესობა შეღებილი შავ, ყვითელ ან მუქ ლურჯ ფერებში.

myquiz