"დედა მშობელთა კრებიდან დაბრუნდა" და ცხოველების სხვა სასაცილო ფოტოები
Comedy Wildlife Photography Awards-მა 2018 წლის ფინალისტების ფოტოები გამოაქვეყნა და 41-მდე ფინალისტი გამოავლინა.
"გამოსახულების სტანდარტები ხარისხის კუთხით წლიდან წლამდე უმჯობესდება"- განმარტა ჯილდოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტომ სულუმმა,-"იუმორი კი ყოველწლიურად ძალიან მაღალ დონეზე რჩება და ყოველ წელს ვხვდებით ახალ ცხოველებს, რომლებიც აქამდე არ გვინახავს".
კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია და როგორც ჯილდოს დამფუძნებელი ამბობს, როგორც წესი, კონკურსანტების მხოლოდ 30%-ია პროფესიონალი, 70%-ი კი დამწყებია. შეტყობინება, რომლის მიწოდებაც ჯილდოს დამფუძნებლებს ფართო საზოგადოებისთვის სურთ, არის ის, რომ ველურ ბუნებას დაცვა და შeნარჩუნება სჭირდება.
"ჩვენ ღრმად გვწამს, რომ უმცირეს დეტალსაც კი შეუძლია ველური ბუნების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა"- ამბობს ტომ სულუმი.
ჯილდოს დამფუძნებლი უკანასკნელ კვლევებს ეყრდნობა და ამბობს, რომ მომავალი 20 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ აფრიკაში სპილოები აღარ იქნებიან, მოგვიანებით მათ ბედს ლომები გაიზიარებენ.
დაჯილდოვების სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 15 ნოემბერს ლონდონში გამოცხადდება.
გთავაზობთ ზოგიერთი ფინალისტის ნამუშევარს
ველური ბუნების ფოტოგრაფი
მარტორქაფარშევანგა
გაყოფილი
დედა მშობელთა კრებიდან დაბრუნდა
მხურვალე კოცნა
ფრთხილად ატარეთ
დათვი იოგა
თავხედი
ადამიანები დაბრუნდნენ
ეს არის სპარტა!!!
მფრინავი აფთარი
დარცხვენილი
ჯაშუში
საუკეთესო ბალიში
ხარხარი
გაუგებრობა