წელს სიმსივნის შედეგად 9,6 მილიონი ადამიანი დაიღუპება - კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო | Allnews.Ge

წელს სიმსივნის შედეგად 9,6 მილიონი ადამიანი დაიღუპება - კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო

მსოფლიოში ხუთ მამაკაცში და ექვს ქალში ყოველ ერთს სიმსივნე უვითარდება - აღნიშნულ ინფორმაციას კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს უკანასკნელი მონაცემებით 8 მამაკაცში ყოველი ერთი და 11 ქალში ყოველი ერთი ამ დაავადების შედეგად იღუპება.

Guardian-ის ცნობით, კიბოს შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილია და წინასწარი პროგნოზების თანახმად, მიმდინარე წელს კიბოს 18,1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდება და 9,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება დაავადებას.

4 წლის წინ, როდესაც კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ მსგავსი კვლევა უკანასკნელად ჩაატარა კიბოს 14,1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებამ 8,2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსოფლიოს შედარებით მდიდარ ნაწილში, სადაც ჯანდაცვის კარგი სისტემა მოქმედებს, კიბოს იმ სახეობის პრევენცია შესაძლებელია, რომელსაც თანამედროვე ცხოვრების წესი იწვევს. ფილტვის კიბოს დიდი ნაწილი მოწევითაა გამოწვეული, მაშინ როდესაც მკერდის კიბოს ჭარბწონიანობა და ალკოჰოლი იწვევს.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს კვლევის თანახმად, მაღალი შემოავლის მქონე ქვეყნებში კიბოს 1/3-დან 2/5-მდე ახალი შემთხვევების თავიდან ცილება შესაძლებელი იქნებოდა ჩვენთვის ცნობილი ცხოვრების წესისა და გარემოდან მომდინარე რისკების გავლენის შემცირებითა და აღმოფხვრით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ასაკიც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კიბოს შემთხვევების დაახლოებით მეოთხედი - 23,4% ევროპაზე მოდის, სადაც სიკვდილის შემთხვევების 20,3% ფიქსირდება, მაშინ როდესაც ევროპაში მსოფლიო პოპულაციის მხოლოდ 9% ცხოვრობს. ამერიკაში მსოფლიო მოსახლეობის 13,3% ცხოვრობს და ამ ქვეყანაზე კიბოს ახალი შემთხვევების 21% და სიკვდილის 14,4 % მოდის.

აზიას მძიმე ტვირთი აწევს, სადაც კიბოს ახალი შემთხვევების 48,4% მოდის და სიკვდილის შემთხვევების 57,3%.

რა იწვევს ფილტვის სიმსივნეს, რომელიც სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზეა

კიბო ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია მთელს მსოფლიოში.

ფილტვების, მკერდისა და ნაწლავის კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის მესამედის გამომწვევი მიზეზია. ყოველწლიურად 1,8 მილიონი ადამიანის სიკვდილზე ფილტვის კიბოა პასუხისმგებელი, რადგან მისი დიაგნოსტირება რთულია, მკერდის კიბოსგან განსხვავებით, რომელიც 627 ათასი ადამიანის სიკვდილს იწვევს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ციფრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ განგაში უნდა გამოცხადდეს და ყველამ უნდა გაიაზროს პრევენცია ამ შემთხვევაში საკვანძო როლს თამაშობს. პრევენციისთვის კი ადრეული კვლევა და დიაგნოსტიკა უნდა დაინერგოს, რათა ამ გამანადგურებელი დაავადების კონტროლი მოხდეს.

myquiz