ჩაანაცვლეთ ყავა დილით ფორთოხლის წვენით - როგორ უნდა ვიკვებოთ თუ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გვაქვს? | Allnews.Ge

ჩაანაცვლეთ ყავა დილით ფორთოხლის წვენით - როგორ უნდა ვიკვებოთ თუ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გვაქვს?

ხშირად გრძნობთ დაღლილობას, სუნთქვა გიჭირთ და გული ისე გიცემთ, თითქოს მალე საგულედან უნდა ამოვარდეს? და თქვენი მეგობრები გეუბნებიან, რომ ძალიან ფერმკრთალი ხართ?

თუ ეს ასეა, სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენ რკინადეფიციტური ანემია გაქვთ, რომელიც კვების რეჟიმისა და ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა.

ბრიტანეთში აღნიშნული სინდრომი განსაკუთრებით გავრცელებულია ახალგაზრდა ქალებში. კვებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტის მონაცემების თანახმად, ჯერ კიდევ 2011 წელს 19-დან 34 წლამდე ასაკის ბრიტანელი ქალების 21%-ს აღენიშნებოდა რკინადეფიციტური ანემია.

ასეთ დროს რკინის შემცველი მედიკამენტების მიღება სასურველია, თუმცა რა თქმა უნდა წინასწარ საჭიროა შესაბამისი კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან, რადგან მსგავსი სიმპტომები, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ დაავადებასაც ჰქონდეს.

ჩვენს ორგანიზმს რკინის დამოუკიდებლად გამომუშავება არ შეუძლია, ის ამ ნივთიერებას იმ პროდუქტებიდან იღებს, რომლითაც ვიკვებებით. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა რკინას, რომელიც ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება, ერთნაირად კარგად ვერ ვითვისებთ.

ჩნდება კითხვა, როგორ მივიღოთ საკვებისგან რაც შეიძლება მეტი რაოდენობის რკინა: მიიღეთ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (კომბოსტო, ბროკოლი, ღოლო, სალათა) ცოცხლად ან მომზადებული ორთქლზე.

  • ისპანახი მდიდარია რკინით, უკეთესია ის ოდნავ მოვხარშოთ
  • ჭამეთ ან დალიეთ ვიტამინ C-თი მდიდარი პროდუქტები ან სასმელები
ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის, პოლ შარპის განმარტებით, წითელი ხორცი განსაკუთრებით მდიდარია რკინით, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. თუ ხორცპროდუქტების მიღებაზე უარი გაქვთ ნათქვამი, რკინის სხხვა კარგი წყაროებიც არსებობს, კომბოსტოსა და ისპანახის გარდა, რომლებიც უკვე ვახსენე, რკინით მდიდარია ასევე ბარდა და ოსპი, თუმცა პროფესორის თქმით, ამ პროდუქტებისგან გაცილებით ნაკლებ რკინას მიიღებთ, ვიდრე წითელი ხორცისგან.

ჩაანაცვლეთ ყავა ფორთოხლის წვენით

ამ პროდუქტების მომზადების ხერხი და ასევე ის, თუ რას სვამთ ჭამის დროს, მოქმედებს რკინის შეთვისების ეფექტურობაზე. ამის სადემონსტრაციოდ პროფესორმა შარპმა მთელი რიგი ექსპერტიმენტები ჩაატარა, რომლებიც საკვების მონელების პროცესის იმიტირებას ახდენდნენ.

შარპის კვლევა აჩვენებს, რომ თუ საუზმესთან ერთად ფორთოხლის წვენს სვამთ, თქვენი ორგანიზმი შეძლებს უფრო მეტი რკინის შეთვისებას, ვიდრე მაშინ, თუ იმავე საუზმეს ფორთოხლის წვენის გარეშე შეჭამდით. ეს კი ვიტამინ C-ს წყალობით ხდება. თუ ფორთოხლის წვენის ნაცვლად ყავის დალევას ამჯობინებთ, თქვენი ორგანიზმი იმაზე ნაკლებ რკინას მიიღებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, ყავა რომ არ დაგელიათ და უბრალოდ საუზმე გეჭამათ. თუ დილით ყავის დაელევა უკვე ჩვევა და დიდხნიანი ტრადიციაა, ეცადეთ, ის საუზმიდან ნახევარის საათის გასვლის შემდეგ დალიოთ, ამ შემთხვევაში ის რკინის შეთვისების პროცესს ხელს ვეღარ შეუშლის.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ბოსტნეულს, მათ შორის კომბოსტოს, ის მდიდარია რკინით, თუმცა მისი მომზადების შემთხვევაში ეფექტი ნაკლებად შესამჩნევია, რადგან მაღალ ტემპერატურაზე მზადებისას სასარგებლო თვისებები იკარგება, თუმცა ამ წესიდან გამონაკლისი არსებობს და ეს ისპანახია. როგორც გაირკვა, მოხარშულ ისპანახში 55%-ით მეტი მარტივად შესათვისებელი რკინაა, ვიდრე უმში.

myquiz