როგორ გავზარდოთ ოპტიმისტი ბავშვი პესიმისტურ დროში | Allnews.Ge

როგორ გავზარდოთ ოპტიმისტი ბავშვი პესიმისტურ დროში

ადამიანს არაერთი მიზეზი აქვს იყოს ოპტიმისტურად განწყობილი. ოპტიმისტი ადამიანები კარგი მეწარმეები არიან, ცხოვრობენ დიდხანს, არიან ჯანმრთელები და კმაყოფილი არიან საკუთარი ცხოვრებით. ოპტიმიზმი ადამიანს აძლევს ძალას გააგრძელოს ბრძოლა, გადალახოს სირთულეები, მაშინ როდესაც პესიმისტები დეპრესიულები არიან და ძირითადად, მარცხდებიან ყველა რთულ სიტუაციაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი გაიზარდოს ოპტიმისტი.

ჩვენ ძირითადად პესიმისტურ დროში ვცხოვრობთ, ჩვენ პესიმისტურად ვართ განწყობილი გარემოს დაცვის საკითხების, მთავრობის, განათლების სისტემის მიმართ. სწორედ ასეთ დროში, ძალიან რთულია გაზარდო ბავშვი ოპტიმისტურად განწყობილი.

TIME გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა გავზარდოთ შვილი ოპტიმისტი ამ რთულ ვითარებაში.

ყურდღება გაამახვილეთ უფრო პოზიტიურ დეტალებზე და დაეხმარეთ ბავშვს თავადაც ასე მოიქცეს იფიქრეთ იმაზე, რომ დედამიწაზე რაღაცები ნამდვილად კარგადაა, უფრო მეტიც, ბევრი კუთხით ვითარება გაუმჯობესებულიც კია. მაგალითად, გენდერული თანასწორობის მხრივ ვითარება მკვეთრად შეცვლილია, ვიდრე ადრე. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი დიდია ჩვენს ცხოვრებაში ბევრი მიმართულებით, ჩვენი ტვინი მაინც ცუდ რაღაცებზე აკეთებს აქცენტს. როგორც ნეიროფსიქოლოგი, რიკ ჰანსონი თავის წიგნში Hardwired for Happiness აღწერს, ჩვენი ტვინი ბუნებრივად უფრო მეტ ხაზგასმას ნეგატივზე აკეთებს. შესაბამისად, ცუდი ამბავი ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა, საბედნიეროდ, შეგვიძლია რომ ვმართოთ საკუთარი თავი და ტვინს დავაძალოთ პოზიტიურ ამბებზეც მეტი აქცენტი გააკეთოს. ჰანსონი გვირჩევს, როდესაც კარგ ამბავს იგებთ, ან რაიმეს აღწევთ, ან თუნდაც ლამაზ ადგილას ხართ საყვარელ ადამიანებთან ერთად, არ იფიქროთ ცუდზე და დარჩით იქ, სადაც ხართ.

შეცვალეთ ენა, რომლითაც არსებულ მოვლენებს აღწერთ ოპტიმიზმი ჩვენ თავადვე უნდა განვავითაროთ. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ როდესაც შედარებით პესიმისტი ადამიანი მისთვის ცუდი მოვლენის აღწერისას იყენებს პოზიტიურ ენას, მისი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ უფრო პოზიტიური ხდება და თავადაც უკეთ გრძნობს თავს.

შეზღუდეთ ახალი ამბების წაკითხვა/მოსმენა ყოველდღე არაერთი ცუდი ამბავი ხდება, ძალადობა, მკვლელობა, უსამართლობა. მედიის წყალობით ინფორმაციას უწყვეტად ვიღებთ. როდესაც პარიზში 2015 წელს თავდასხმა განხორციელდა, Time-ის ამ სტატიის ავტორი ტელეფონს ვერ წყდებოდა, რათა გაეგო ყველა ახალი ინფორმაცია მომხდარის შესახებ. "რთული იყო დამერწმუნები შვილები რომ ეს ყველაფერი ჩვენგან ძალიან შორს ხდებოდა. ვფიქრობ, რთულია ჩვენს შვილებს თავი უსაფრთხოდ ვაგრძნობინოთ, როდესაც ხედავენ როგორ ვრეაგირებთ გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, რაც მათთვის ხილული არ არის. ამიტომაც მე ახალი ამბების მიმღები შეტყობინება გავთიშე და მას შემდეგ აღარც ჩამირთავს", - ამბობს იგი.

12 რჩევა მშობლებს, როგორ გავზარდოთ ბავშვი თავდაჯერებული

ჩართეთ საკუთარი თავი საზოგადოებაში იპოვეთ რაიმე ისეთი თქვენ ირგვლივ, რაც იმედისმომცემი და სახალისო იქნება თქვენთვის და გახადეთ იგი თქვენი ოჯახის ნაწილი. შეიძლება ეს იყო მოხალისეობა, ადგილობრვი კლუბებში ან ინსტიტუტებში გაწევრიანება, რაც გარკვეულ სანაცნობო წრეს ჩამოგიყალიბებთ.

როგორ ზრდიან სკანდინავიელი მშობლები ბავშვებს?

myquiz