საფრანგეთში ტანსაცმლის მაღაზიებს გაუყიდავი პროდუქციის გადაყრა აეკრძალებათ | Allnews.Ge

საფრანგეთში ტანსაცმლის მაღაზიებს გაუყიდავი პროდუქციის გადაყრა აეკრძალებათ

საფრანგეთში ტანსაცმლის მაღაზიებს გაუყიდავი პროდუქციის გადაყრა აეკრძალებათ. "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველწლიურად 700 000 დონა ტანსაცმელი იყრება, რომელთა მეოთხედზე ნაკლების გადამუშავება ხდება.

მაღაზიების დავალდებულება კი გაუყიდავი ტანსაცმელი მათ გადასცენ, ვისაც ამის საჭიროება აქვს, შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების დონეს.

ცნობისთვის, 2 700 ლიტრი წყალია საჭირო იმისათვის, რომ დამზადდეს ერთი ცალი ბამბის მაისური. ამ რაოდენობის წყალს სვამს საშუალოდ ერთი ადამიანი 2-ნახევარი წლის მანძილზე.

ამასთან, 1 ტონა ტანსაცმელის მრავალჯერადი გამოყენების შედეგად, შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ ჰაერში 11 ტონა ნახშირორჟანგის გავრცელება.

2016 წელს საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საკვების გადაყრა აკრძალა და შეიმუშავა ახალი კანონი, რომელიც სუპერმარკეტებს ავალდებულებს გაუყიდავი საკვები პროდუქტი, რომელსაც ვადა არ გასვლია, საჭიროების მქონე ადამიანებს დაურიგონ. შედეგად დღეს, საფრანგეთში ყველაზე ნაკლები საკვები იყრება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ.

სად მიაქვთ საქართველოში სუპერმარკეტებში მორჩენილი მზა საკვები?

მსგავსი კანონის ამოქმედება ტანსაცმლის მაღაზიებისთვის 2019 წლიდან იგეგმება. შემდეგი ეტაპისთვის კი შესაძლოა, ეს რეგულაცია ავეჯის, ტექნიკის, სასტუმროების ინდუსტრიასაც შეეხოს.

myquiz