დაბალნახშირწყლოვანი დიეტა სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს - იხილეთ ახალი კვლევის შედეგები | Allnews.Ge

დაბალნახშირწყლოვანი დიეტა სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს - იხილეთ ახალი კვლევის შედეგები

დაბალნახშირწყლოვანმა დიეტამ, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობა 4 წლით შეამციროს.

ბოლო დროს წონის დასაკლებად ძალიან პოპულარული გახდა დაბალნახშირწყლოვანი დიეტები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

თუმცა, აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ნახშირწყლების შეზღუდული რაოდენობით მიღება, ან ხორცის მცენარეული ცილებითა და ცხიმებით ჩანაცვლება უფრო სასარგებლოა.

The Lancet Public Health-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აშშ-ში მცხოვრებმა 15 400 ადამიანმა შეავსა ანკეტები, სადაც მიღებული საკვები და სასმელი და პორციების რაოდენობა მიუთითეს.

როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი და საჭირო წყლის რაოდენობა - დიეტოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

ამის საფუძველზე მეცნიერებმა დაითვალეს კალორიების რაოდენობა, რაც კვლევის მონაწილეებმა ნახშირწყლებიდან, ცილებიდაბ და ცხიმებიდან მიიღეს.

დაკვირვების შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც საკუთარი ენერგიის 50-55% ნახშირწყლებიდან მიიღეს, სიკვდილიანობის უფრო დაბალი რისკის ქვეშ იყვნენ.

myquiz