ერთი მხრიდან გისოსები, მეორედან - ოკეანე - როგორია ფრანგი არქიტექტორების მიერ ჩაფიქრებული გემი-ციხე | Allnews.Ge

ერთი მხრიდან გისოსები, მეორედან - ოკეანე - როგორია ფრანგი არქიტექტორების მიერ ჩაფიქრებული გემი-ციხე

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ადამინებმა, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს კანონი, შესაბამისი სასჯელიც უნდა დაიმსახურონ. ამასთანავე, ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებში აღწერილი საპატიმროები მკვეთრად განსხვავდება ჩვეული სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან. "მაგრამ რატომ არ შევასხათ ერთ-ორ მსგავს იდეას ფრთები?"- გაიფიქრეს ფრანგმა არქიტექტორებმა და ციხე-გემის კონცეფცია წარმოადგინეს.

ამ უჩვეულო პროექტზე პასუხს არქიტექტორები აქსელ დე სტამპა, სილვენ მაკო და გიიომ დევო აგებენ. Panama Papers Jail- ასეთია ახალი პროექტის დასახელება, რომელიც ერთბაშად ორ ფაქტზე მიგვანიშნებს. პირველი, რომ ციხე-გემი დრეიფზე საერთაშორისო წყლებში, პანამის სიახლოვეს იდგება და მეორე კი, პირველ სავარაუდო პატიმრებზე გვიყვება, რომლებიც Panama Papers-ის საქმესთან არიან დაკავშირებულები.

რაც შეეხება თავად ციხეს, არსებული ინფორმაციის თანახმად, პატიმართა საკნები სპეციალურად შექმნილ ტერასებზე იქნება, რომელიც გემბანის მაღლა განთავსდება, ამასთანავე, საკნები ნაწილობრივ გახსნილ მდგომარეობაში იქნება ანუ ერთი მხრიდან გისოსები, მეორე მხრიდან კი - ოკეანე. პროექტის ფარგლებში ჯამში 3300 საკნის გაკეთება იგეგმება, თითოეულის ფართობი 9 კვადრატული მეტრი იქნება. გარდა ამისა, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახებიც იქნება: მართვის ცენტრი, სახელოსნო, სასადილო.

არქიტოქტორების გეგმის თანახმად, გემის წინა ნაწილში სპორტული მოედანი განთავსდება, ცენტრალურ ნაწილში კი - ორანჟერია, სადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს მოიყვანენ.

რა თქმა უნდა, პროექტის ავტორებს კიდევ ბევრი დეტალის დამუშავება მოუწევთ, მაგრამ ახლაც კი ის, სულ მცირე, საინტერესოდ გამოიყურება. ამასთანავე, საინტერესოა სანაპიროდან რა მანძილზე დადგება გემი დრეიფზე , რათა პატიმრებს საკნის ნახევრად გახსნილი მხრიდან, რომელიც ოკეანის მხარეს იქნება მიმართული, გაქცევის და ნაპირამდე ცურვით მიღწევის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ.

myquiz