"ის აქ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია" - ნიანგისა და 21 წლის გოგოს უჩვეულო ურთიერთობის ისტორია | Allnews.Ge

"ის აქ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია" - ნიანგისა და 21 წლის გოგოს უჩვეულო ურთიერთობის ისტორია

ამერიკელმა სტუდენტმა ხელოვნურ ტბაში უზარმაზარ, 4 მეტრის სიგრძის ნიანგთან ფოტო გადაიღო, რომელიც დიდი ტექსის სახელით არის ცნობილი.

მაკენზი ნოლანდი ტეხასის უნივერსიტეტში ეკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლას ასრულებს და სპეციალობით ველური ბუნების მცოდნე უნდა გამოვიდეს, ამიტომ გადაწყვიტა, მანტიაში გამოწყობილს, ქუდითა და უნივერსიტეტის სიმბოლოიანი შარფით სამახსოვრო ფოტო ველურ ბუნებასთან სიახლოვეს გადაეღო.

მაკენზი სამი თვის განმავლობაში სტაჟირებას ბომონტში მდებარე გატორის ცხოველთა თავშესაფარში გადიოდა, დიდი ტექსიც სწორედ აქ გაიცნო.

სტუდენტის თქმით, სტაჟირების პერიოდის განმავლობაში მათ შორის განსაკუთრებული კავშირი და ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ნიანგი გოგონას თავის გამოკვების უფლებას აძლევს და მის ხელის მოძრაობაზე რეაგირებს, როდესაც მაკენზი ხელოვნურ ტბაში შედის.

"წყალში ყოველდღე შევდივარ და ნიანგთან გარკვეულ დროს ვატარებ. ის აქ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია"- განაცხადა მაკენზიმ "ბიბისი"-თან საუბარში.

მისი თქმით, ნიანგის სიახლოვეს ყოფნისას ყველაზე მეტად ის განიცადა, რომ დიდი ტექსი იმ ბეჭედს გადაყლაპავდა, რომელიც გოგონამ მას ცხვირზე დაადო.

21 წლის სტუდენტის განმარტებით, სამახსოვრო ფოტო ნიანგთან იმის სადემონსტრაციოდაც გადაიღო, თუ რითი იყო დაკავებული ცხოველთა თავშესაფარში უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში.

"მშვენიერი ქმნილებები არიან - და საერთოდაც ყველა მთგანი არ ჭამს ადამიანს"- მიიჩნევს მაკენზი.

აღნიშნულმა ფოტომ სოციალურ ქსელებში უამრავი მოწონება დაიმსახურა და ეს გასაკვირიც არ არის, ყველას ხომ არ გამოსდის 4-მეტრიან ნიანგთან მეგობრობა.

myquiz