8 მოულოდნელი ხარჯი, რაზეც მშობლები ბავშვის გაჩენამდე არ ფიქრობენ | Allnews.Ge

8 მოულოდნელი ხარჯი, რაზეც მშობლები ბავშვის გაჩენამდე არ ფიქრობენ

ახალბედა მშობლებს ბევრ სიახლესთან უწევთ შეგუება. უძილობა, ცოტა თავისუფალი დრო, მეტი პასუხისმგებლობა და გადაღლილობა არ არის მხოლოდ ის ფაქტორები, რაც ბავშვის გაჩენას ახლავს თან. ახალი ადამიანის დაბადებას და გაზრდას კარგი ფინანსური მდგომარეობა სჭირდება. ძირითადად, ახალბედა მშობლები წინასწარ ხვდებიან თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ბავშვი, წინასწარ იციან, რომ მათ დასჭირდებათ ძიძა, საფენები ყოველდღე და საკვები ბავშვისთვის, თუ ახალშობილი ბუნებრივ კვებაზე არაა, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ჩნდება მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯებიც. "ბიზნესინსაიდერმა" გამოკითხა მშობლები, რომლებიც იმ მოულოდნელ ხარჯზე საუბრობენ, რაზეც ბავშვის გაჩენამდე არც ფიქრობდნენ:

1. ტანსაცმელი - ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ისე სწრაფად, რომ შესაძლოა, ტანსაცმელი, რომელიც ცოტა ხნის წინ უყიდეთ, უკვე აღარ ეტეოდეს. ამიტომ მშობლებს თავდაპირველად ტანსაცმლის თითქმის ყოველთვიურად უწევთ.

2. საწოვარა ბოთლი - ვიდრე ბავშვს გააჩენთ, ალბათ ფიქრობთ რომ დაგჭირდებათ ერთი საწოვარა ბოთლი. მაგრამ ეს ასე არაა. თქვენ იგი გჭირდებათ რამდენიმე სახეობის - წყლისთვის, ჩაისთვის, რძისთვის, ფაფისთვის და ა.შ. კარგი საწოვარა ბოთლი კი არც ისე იაფი სიამოვნებაა.

3. კომუნალური გადასახადები - ბავშვს ბევრი არ უნდა ეცვას, ასეთია ექიმების რეკომენდაცია. ამიტომაც ზამთარში ის, რომ სახლში იყოს მუდმივად სითბო და ერთი ტემპერატურა, პირდაპირ აისახება კომუნალური ხარჯების ზრდაზე.

4. სხვადასხვა მოწყობილობები - მაგალითად, დედას შესაძლოა დასჭირდეს რძის გამოსაწველი მოწყობილობა, ასევე ბავშვისთვის საჭირო გახდეს ინჰალაციის აპარატი, საბავშვო თერმომეტრის და სასწორის ყიდვაც კი.

5. დაზღვევა - ბავშვს დასჭირდება სამედიცინო დაზღვევაც. ამას კი დამატებითი გადასახადი სჭირდება. თუმცა, საქართველოში ამ კუთხით სახელმწიფო აფინანსებს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებს.

6. საჭმელი მშობლებისთვის - ახალბედა მშობლებს იმდენად ცოტა დრო რჩებათ საკუთარი თავისთვის, რომ ხშირად სახლში საჭმლის მომზადებას ვერ ახერხებენ, ამიტომაც მზა საკვების ყიდვა ხშირად უწევთ. შედეგად ამ კუთხით ფულის დაზოგვა უჭირთ.

7. მედიკამენტები ბავშვებისთვის - ბავშვის მედიკამენტები საკმაოდ ძვირია, ამიტომ თუ ბავშვი ოდნავ მაინც ავად გახდა, მშობელს, განსაკუთრებით თავიდან, ეს ძალიან ძვირი უჯდება.

8. დრო - და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მდიდარი ხართ და ახერხებთ მაქსიმალურად ყველანაირი ფუფუნების საგნის ყიდვას, რათა ბავშვის გაზრდა გაგიმარტივდეთ, ბავშვი თქვენი დროის ძალიან დიდ ნაწილს იყენებს.

"ყველაზე დიდი მოულოდნელი ხარჯი არის დრო. თქვენ შეიძლება გაიღვიძოთ ადრე და დაბრუნდეთ სახლში გვიან, ელოდოთ სააბაზანოსთან თქვენს რიგს, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირს", - ამბობს "ბიზნესინსაიდერთან" ინტერვიუში ერთ-ერთი მშობელი.

myquiz