ჩინეთში მოსახლეობას ხეების დარგვის სანაცვლოდ 150 დოლარს უხდიან | Allnews.Ge

ჩინეთში მოსახლეობას ხეების დარგვის სანაცვლოდ 150 დოლარს უხდიან

ჩინეთი სოფლის მაცხოვრებლებს ხის დარგვისთვის ფულს უხდის. ქვეყნის ხელისუფლება ასე კლიმატის ცვლილებასთან და მძიმე სოციალურ ფონთან გამკლავებას ცდილობს. სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ხეს საკუთარ მიწაზე რგავს და უვლის. ფული კი პირდაპირ მათ საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

ფერმერებს ამ გზით ხეების დარგვის სანაცვლოდ წელიწადში 150 დოლარის მიღება შეუძლიათ. ეს ადგილობრივი საშუალო ყოველწლიური შემოსავლის 10%-ზე მეტია და შეუძლია გუიჯოუს პროვინციის იმ 2.8 მილიონი ადამიანის დახმარება, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან.

აღნიშნული სქემა გუიჯოუს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნესთან და იმ ადამიანებთან აკავშირებს, რომლებსაც ბუნებაში გამოყოფილი თავისი წილი ნახშიროჟანგის კომპენსირება, ახალი ხისთვის ფულის გაღებით სურს.

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მეტი სათბურის აირი გამოიყოფა, ამიტომაც აღნიშნული ინიციატივა ქვეყანას ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში ეხმარება.

myquiz