"სიკვდილის შემდეგ გორილა გავხდები" - სიმსივნით დაავადებული 5 წლის ბიჭის სახალისო ნეკროლოგი | Allnews.Ge

"სიკვდილის შემდეგ გორილა გავხდები" - სიმსივნით დაავადებული 5 წლის ბიჭის სახალისო ნეკროლოგი

სახუმარო ნეკროლოგი, რომელიც კიბოს იშვიათი ფორმით დაავადებულმა გარეტ მატიასმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მშობლების დახმარებით დაწერა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. გარეტმა მოიფიქრა თავისთვის გვარი, მოჰყვა, როგორ სურდა რომ ჩატარებულიყო მისი დაკრძალვის ცერემონია და ისიც კი გაამხილა, ვინ უნდა გახდეს სიკვდილის შემდეგ. ეს არის სულისშემძვრელი ნეკროლოგი, სადაც უმოწყალო რეალობა ბავშვის მხიარულ და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაში დაუკუთხავად იჭრება.

სახელი: გარი მაიკლ ბუფიასი, ასევე ცნობილი როგორც "დიდებული გარეტი პამპერსში".

ასაკი: 5 წლის

საცხოვრებელი ადგილი: მე "ბულდოგი ვარ"! (სკოლის საფეხბურთო გუნდის სახელწოდება ქალაქ ვან მეტერში, სადაც გარეტი ცხოვრობდა).

საყვარელი ფერი: ლურჯი... და წითელი, და შავი, და მწვანე.

საყვარელი სუპერგმირი: ბეტმენი... ასევე თორი, რინის კაცი, ჰალკი და კიბორგი.

როცა გავიზრდები: პროფესიონალი ბოქსიორი გავხდები.

ყველზე მეტად მიყვარს: ჩემს დასთან ერთად თამაში, ჩემი ცისფერი კურდღელი, "თრეშ მეტალი", ლეგო, ბეტმენი და როდესაც მაძინებენ იქამდე, სანამ კატეთერს ჩამიდგამენ.

ვერ ვიტან: პამპერსს! სულელურ კიბოს, როდესაც კათეტერს მიდგამენ, ნემსებს...

როდესაც მოვკვდები: გორილა გავხდები.

დაკრძალვა თუ კრემაცია: მინდა, რომ დამწვან, როგორც თორის დედა, როდესაც ის მოკვდა. ფერფლი კი ხედ უნდა გადაიქცეს, რომელზეც ვიცხოვრებ, როდესაც გორილა გავხდები.

დიდი თუ პატარა დაკრძალვა: დაკრძალვის ცერემონია ისეთი სევდიანია! მინდა, რომ ჩემს დაკრძალვაზე ხუთი გასაბერი ციხე-სიმაგრე იდგას (იმიტომ რომ ხუთი წლის ვარ), მინდა რომ ბეტმენი მოვიდეს და ბევრი ხილის ტკბილეული იყოს.

შეხვედრამდე!

"დიდებული გარეტი პამპერსში"

ნეკროლოგი გარეტის მშობლებმა ემილიმ და რაიანმა ჩაწერეს. გარეტის დაავადება ავთვისებიანი სიმსივნე იყო, რომელმაც თავის ქალის ნაწილი და ტვინის ნერვები დააზიანა. დიაგნოზი 9 თვის წინ დაუსვეს, ამ დროის დიდი ნაწილი საავადმყოფოში გაატარა და მტკიცედ გადაჰქონდა მკურნალობის კურსი. ამასთანავე, არ კარგავდა იუმორის გრძნობას.

ბევრს კონტაქტობდა მშობლებთან, თამაშობდა და სამედიცინო პერსონალთან ხუმრობდა, ხშირად იღებდა სტუმრებს.

თავისი შვილის მტკიცე ხასიათის აღსანიშნავად დაკრძალვის შემდეგ საღამოს მშობლებმა ვიკინგების ტრადიციის თანახმად, დაკრძალვის სიმბოლური ცერემონიაც მოაწყეს, ფოიერვერკითა და კოცონით.

იმავე ნეკროლოგში გარეტის დედა მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალსა და ექიმებს, მუსიკოსებს, მსახიობებსა და მოხალისეებს, რომლებიც მასთან ერთად ეხმარებოდნენ გარეტს მძიმე დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ყველას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა მძიმე დაავადებამ ბავშვებს ბავშვობა არ წაართვას, გოგოებმა და ბიჭებმა არ დაკარგონ თავიანთი მეგობრები, მშობლებმა კი არ დაკრძალონ თავიანთი შვილები.

ბოლოს ემილი მატიასი ამბობს: "ფერფლის დაკრძალვის ცერემონია მოგვიანებით გაიმართება, როდესაც მშობლები მოიფიქრებენ, როგორ აქციონ ფერფლი ხედ, როგორც შვილი ითხოვდა და იპოვონ ხე ნაკრძალში, რომელიც მშვიდად და დიდხანს გაიზრდება".

წყარო: BBC

myquiz