ბრიტანეთში გლანდების ოპერაცია შესაძლოა აღარ ჩაატარონ | Allnews.Ge

ბრიტანეთში გლანდების ოპერაცია შესაძლოა აღარ ჩაატარონ

ბრიტანეთში ოპერაციების ნაწილი უსარგებლოდ მიიჩნიეს, ამიტომაც ასობით ათას ადამიანს მათ ჩატარებაზე ჯანდაცვის სფეროში ხარჯების შემცირების მიზნით უარს ეტყვიან. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

იმ პროცედურებს, შორის, რომლის ჩატარებაზე უარს იტყვიან არის: ზურგის ტკივილის საწინააღმდეგო ინექცია, ხვრინვის საწინააღმდეგო ოპერაცაია და ასევე ართრიტით დაავადებული ადამიანებისთვის მუხლზე ართროსკოპიის ჩატარება. ხოლო იმ პროცედურების ჩამონათვალში, რომელთა მთლიანად გაუქმებას ან შეზღუდვას გეგმავენ, 17 ოპერაცია შევიდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო იმედოვნებს, რომ აღნიშნული ნაბიჯი მას წელიწადში 200 მილიონი ფუნტის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. საავადმყოფოში არასაჭირო პროცედურის ჩასატარებლად მისულ პაციენტებს ეტყვიან რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წინაშე ვალდებულების თანახმად, ისინი არ გააკეთებენ ამ ოპერაციას.

ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა და გლანდების ამოჭრაც შევიდა ჩამონათვალში იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისის ჯანადაცვის ეროვნული სამსახური მიიჩნევს, რომ ეს მკურნალობის მოძველებული და არაეფექტური მეთოდია.

მსგავსი რუტინული პროცედურები წელიწადში 350 000-ჯერ ტარდება და 400 მილიონ ფუნტზე მეტი ჯდება. ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში იმედოვნებენ, რომ მსგავსი ოპერაციების რიცხვი 100 ათასმდე შეამცირონ და შესაბამისად დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი დაზოგონ.

"დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს"- განაცხადა გამოცემა Times -თან საუბარში, ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სამედიცინო დირექტორმა სტივ პოვისიმ და განმარტა, რომ გამოქვეყნებული 17 ოპერაცია მხოლოდ პირველი ეტაპია უსარგებლო პროცედურების საბოლოო აღმოფხვრის გზაზე, რომელიც მისი რწმენით გადასახადის გადამხდელებს წელიწადში ჯამში 2 მილიარდი ფუნტი უჯდება.

"ჩვენ ასევე განვხილავთ არის თუ არა სხვა პროცედურებიც, რომლeბიც შეიძლება ამ სიას დავუმატოთ"- განმარტა სტივ პოვისიმ, მისი თქმით, გადასახადების გადამხდელების ფული უფრო ჭკვიანურად უნდა დაიხარჯოს და იმ კლინიკურად ეფექტური გზების ძიებას უნდა მოახმარონ, რომელიც უსარგებლო ოპერაციებს ჩაანაცვლებს.

პაციენტების მოთხოვნით კი მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი 4 ოპერაცია ჩატარდება:

-ოპერაცია ხვრინვისთვის

-დილიტაცია

-მუხლის ართროსკოპია

-ზურგის ტკივილის საწინააღმდეგო ინექცია.  

myquiz