მალე სამსახურში თანამშრომლებს რეზიუმეების მიხედვით აღარ აიყვანენ | Allnews.Ge

მალე სამსახურში თანამშრომლებს რეზიუმეების მიხედვით აღარ აიყვანენ

რეზიუმე აღარ იარსებებს, თანამშრომლებს კი დასწავლის უნარის გათვალისწინებით დაასაქმებენ - ასეთია დასაქმების სფეროს მომავალი Accenture-ის რეკრუტირების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, ჯენიფერ კარპენტერის პროგნოზით.

და მან იცის რაზეც საუბრობს, რადგან კომპანია Accenture-მა მხოლოდ 2016 წელს 120 ქვეყანაში 100 ათასი ადამიანი დაასაქმა. ადამიანების მსგავსი მასშტაბით დასაქმებისას ის გრძელვადიან პერსპექტივასაც ითვალისწინებს და იმას, თუ როგორ შეცვლის ტექნოლოგიები დასაქმების სფეროს.

ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ყველაფრის შეცვლა დაიწყო, მაგრამ ჯენიფერ კარპენტერი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიები გააძლიერებს და არა ჩაანაცვლებს გამსაუბრებლებს.

გთავაზობთ ჯენიფერ კარპენტერის სამ წინასწარმეტყველებას, რომელიც დასაქმების სფეროს ეხება და რჩევებს, რათა მომავალ მოთხოვნებს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ.

1. რეზიუმე მალე აღარ იარსებებს და ეს შორეული წარსული სულაც არაა.

კარპენტერის თქმით, რეზიუმეს გამოყენებაზე იმაზე სწრაფად ვიტყვით უარს, ვიდრე ამაზე შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი დაფიქრდრეს. რეზიუმეს ნაცვლად, სპეციალური ტექნოლოგია გამსაუბრებელს მისცემს საშუალებას ქცევითი სიგნალები მიიღოს კანდიდატებისგან და შესაბამისად, უფრო მეტი გაიგოს მათი უნარების, კომპეტენციის, სურვილების, ხასიათის თვისებისა და კარიერული ინტერესების შესახებ. კარპენტერის თქმით, დასაქმების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება უკვე ხდება, მაგალითად LinkedIn Talent Insights-ი დამსაქმებლებს უფრო გონივრული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. უფრო მეტი ინფორმაციის დახმარებით, რომელიც ცხადს ხდის რაში არიან კანდიდატები უფრო ძლიერები, მარტივდება და უმჯობესდება კანდიდატებისა და ვაკანტური ადგილების შეხამება.

2. კომპიუტერული ტექნოლოგიები გააძლიერებს ინტელექტუალურ ინკლუზიას და შეამცირებს გენდერულ დისბალანსს.

ჯენიფერი დარწმუნებულია, რომ მანქანები დამსაქმებელს დაეხმარება უზრუნველყოს ინტელექტუალური ჩართულობა და გააუმჯობესებს გენდერულ მრავალფეროვნებას. მანქანებზე არ იმოქმედებს ის მცირე იმპულსებიც კი რამაც შეიძლება ადამიანზე გავლენა იქონიოს, ამიტომ ისინი კანდიდატებს გაცილებით უფრო კვალიფიციურად, მიკერძოების გარეშე შეარჩევენ.

"ამ ტექნოლოგიას კანდიდატების გაფილტვრა და სიგნალების აღქმა შეეძლება, რომელიც ნიჭიერ ადამიანებს გამოავლენს. ეს ტექნოლოგია დაგვეხმარება, რომ უფრო მრავალფეროვანი კანდიდატები შევარჩიოთ და დავრწმუნდეთ, რომ არსებულ ვაკანსიაზე საჭირო ადამიანი დავასაქმეთ"- განმატა კარპენტერმა.

როგორია ელონ მასკის CV და რატომ უნდა იყოს თქვენი რეზიუმე ერთგვერდიანი?

3. ონლაინ ხელსაწყოები დაეხმარება გამსაუბრებელს LQ-ს დონის დადგენაში

თქვენ, სავარაუდოდ, გსმენიათ IQ-სა (ინტელექტის კოეფიციენტი) და EQ- ს (ემოციური ინტელექტი) შესახებ. თუმცა ჯენიფერის წინასწარმეტყველებას თუ დავუჯერებთ, დამსაქმებლები თანამშრომლებს LQ-ს გათვალისწინებით აიყვანენ. "LQ კანდატის დასწავლის კოეფიციენტია"- განმარტავს კარპენტერი. ეს არის კანდიდატების უნარი თავი გაართვან ახალ სიტუაციებს, ისწავლონ და ადაპტირდნენ. ეს ძირითადად ნიშავს იმას, რომ შეგეძლოს ისწავლო, დაივიწყო ძველი ნასწავლი და ისწავლო ახლიდან და ამავდროულად, სახიდან ღიმილი არ გშორდებოდეს - ამბობს კარპენტერი.

იგი ასევე ფიქრობს, რომ დასაქმების მომავალი ტექნოლოგიებს უკავშირდება, რაც ადამიანების დასაქმებისას ჩვენს არჩევანს გაცილებით გონივრულსა და რაციონალურს გახდის. კარგი თანამშრომლების შერჩევა ხომ პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიის წარმატებაზე.

როგორი უნდა იყოს თქვენი CV 2018 წელს?

myquiz