11 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს | Allnews.Ge

11 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს

C ვიტამინის თვისებებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ის არის, რომ ის თავს კარგად გვაგრძნობინებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ სტატიაში ჩამოთვლილი პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებას ემსახურება ამ ვიტამინს მოჭარბებით შეიცავს. სხეულში C ვიტამინი ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიტამინი უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. C ვიტამინის მიღება ორგანიზმს ასევე ეხმარება უკეთ შეითვისოს რკინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორამალური ფუნქციონირებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება გაცივების სიმპტომებს არ შეაჩერებს, ამ საკვვების რეგულარულად მოხმარება ავადმყოფობის პრევენციას მოახდენს.

გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო საკვებ პროდუქტს თქვენი იმუნური სისტემითვის:

წიწაკა ჯალაპენო

ჯალაპენო შეიაცავს ნივთიერება კაპსაიცინს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, რადგან მოქმედებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება და შეუძლია ართრიტის სიმპტომების შემსუბუქება. ზოგიერთი კვლევის თანახმად, მას მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაც შეუძლია.

ლიმონი

ლიმონში საკმაოდ მაღალი შემცველობით არის წარმოდგენილი ბიოფლავონოიდი, რომელიც კიბოს გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს კლავს. ის ასევე გამოიმუშავებს ვიტამინ C-ს. ამიტომ თქვენს საკვებში ლიმონის წვენის დამატება უმარტივესი გზაა გაციებისა და სხვა ინფექციისგან თავის დასაცავად. ვიტამინი C-ს დღიური დოზის მისაღებად ყველაზე იოლი გზა ლიმნიანი წყლის დალევაა.

ვაშლი

ადამიანები, რომლებიც დღეში ერთ ვაშლს მაინც ჭამენ, ნაკლებ მედიკამენტს მოიხმარენ - ნათქვამია 2015 წლის კვლევაში. ადამიანებს ვინც ვაშლს რეგულარულად მოიხმარენ, ნაკლებად აღენიშნებათ ასთმის სიმპტომები - ნათქვამია ბრიტანულ კვლევაში. ვაშლში ასევე მაღალია ფიბერების შემცველობა, რომელსაც ანთების შემცირება შეუძლია ინფექციის პერიოდში.

ქათმის წვნიანი

როგორც ჩანს ამ მცენარეული მედიკამენტის უკან მთელი მეცნიერებაა: ქათმის წვნიანი არბილებს გაცივების სიმპტომებს. იმ პირობებში, როდესაც გაციებისას ორგანიზმის დეჰიდრატაცია ხდება, ქათმის წვნიანი ნამდვილად კარგი არჩევანია.

ნიორი

ნივრის სუნი ცალსახად იმის მანიშნებელია, რომ მას ბევრი დადებითი თვისება აქვს. მკვეთრი სუნი გოგირდის ნაერთებისგან მოდის მათ შორის ალიცინისგან. მეცნიერებს სჯერათ, რომ ალიცინს ფერმენტების ბლოკირება შეუძლია, რომელიც ინფექციაში მონაწილეობს.

ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ნივრის გადაყლაპვას გაციების შეჩერება შეუძლია. მეცნიერები ნივრის მიღებას ასევე აკავშირებენ კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და საყლაპავი მილის კიბოს რისკის შემცირებასთან.

გრეიფრუტი

ნახევარი გრეიფრუტი თქვენი დღიური C ვიტამინის დოზის 60%-ზე მეტს შეიცავს. გრეიფრუტის ჭამა ორგანიზმს სხვა საკვები ნივთიერებების შეთვისებაშიც ეხმარება. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ C ვიტამინის შემცველ პროდუქტებს ძალიან მცირე პერიოდით ცივდებიან ან შერბილებული სიმპტომები აღენიშნებათ.

კოჭა

კოჭა, რომელსაც ხშირად გულისრევის შეგრძნებისას უწევენ რეკომენდაციას, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ასევე როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. 60 კვლევის უკანასკნელმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ კოჭას შესაძლოა სასარგებლო გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემასთან როგორიც ჭარბწონიანობა, გულის დაავადებები და დიაბეტია. ის ასევე შეიცავს ნაერთბს, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს.

სალბი

სალბი, რომელიც შეიძლება მომზადდეს ჩაის სახით, უძველესი სამკურნალო საშუალებაა ანგინის, ხველებისა და გაცივების დროს. ერთმა შვეიცარიულმა კვლევამ დაადგინა, რომ სალბის სხვა ბალახეულ პრეპარატებთან გამოყენებას ყელში არსებული გაღიზიანების მოხსნა შეუძლია.

გვირილების ჩაი

გამხმარი გვირილის ყვავილი ასეულობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. არის კვლევებიც, რომლებიც ცხადყოფს, რომ გვირილის ნაყენი ასტაბილურებს კუჭის ფუნქციონირებას. ყვავილი შეიცავს ნაერთს, რომელსაც ფლავონოიდი ჰქვია და რომელსაც ანთებითი პროცესისა ადა ტკივილის შესუსტება შეუძლია.

კამა

როდესაც გაცივებული ხარ კამა შენი ნამდვილი მეგობარია. ამ მცენარეში არსებულ ნაერთებს გაციებისას წარმოქმნილი ლორწოს გათხიერება და ანგინის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. კამა კალიუმის კარგი მარაგითაც გამოირჩევა, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული სითხის ბალანსირებისთვის, ამიტომ ადამიანს დეჰიდრატაცია არ ემუქრება.

წითელი მოცვი

ჯერ კიდევ აქტიური განხილვის საგანია მართლა შეუძლია თუ არა მოცვს საშარდე სისტემის ინფექციის მკურნალობა. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მას სინამდვილეში არ შეულია ქალის საშარდე სისტემაში ბაქტერიების შემცირება. ის როგორც წესი გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და შეუძლია გულის დაავადებების რისკის შეჩერება.

მომზადებულია TIME-ის მიხედვით

myquiz