რჩევები მათთვის, ვისაც დაბალი ხელფასი აქვს | Allnews.Ge

რჩევები მათთვის, ვისაც დაბალი ხელფასი აქვს

საქართველოში დაბალი ანაზღაურება არავის უკვირს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ყოველთვიური ხელფასი 940 ლარი იყო, თუმცა, ეს არის საშუალო მაჩვენებელი და ამაზე გაცილებით დაბალ ანაზღაურებას იღებს მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილი.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ მას დაბალი ხელფასი აქვს? გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ფულის რაციონალურად ხარჯვაში დაგეხმარებათ:

1. ვერ გააკონტროლებთ თქვენს დანახარჯებს მანამ სანამ არ გეცოდინებათ, რაში რამდენს ხაჯავთ. გააკეთეთ ხარჯთაღრიცხვა ყოველთვიურად, რაში რამდენი დახარჯეთ. ბიუჯეტის შემუშავება დაგეხმარებათ ზუსტად იცოდეთ თუ რაში უნდა დაზოგოთ თანხა და რა უფრო მნიშვნელოვანია.

2. გადადეთ ცოტაოდენი თანხა ხელფასიდან. ეს დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, ძალიან რთულია, მაგრამ მცირეოდენი, თუნდაც სიმბოლური თანხის გადადება მოგვიანებით მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. ფული გადადეთ ხელფასის აღების დღესვე, მანამ სანამ რაიმეს ყიდვას გადაწყვეტთ.

როგორ დავზოგოთ ფული ლარის გაუფასურების პირობებში - წაიკითხეთ რჩევები

3. შეწყვიტეთ ისეთი პროდუქტების ყიდვა, რაც აუცილებელი არ არის. საკვები პროდუქტები არის ის, რაშიც ადამიანების ძირითადი ნაწილი, ხელფასიდან საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს. ისწავლეთ როგორ მოამზადოთ კერძი ეკონომიურად. არ იყიდოთ მზა საკვები. სამსახურში ატარეთ საჭმელი სახლიდან. სახლში მომზადებული კერძი უფრო იაფი და ამავდროულად ჯანსაღია.

რა ჯდება სამსახურში კვება და როგორ დავზოგოთ ფული?

4. გამოიყენეთ დაგროვების ბარათები ნებისმიერი აფთიაქის, სუპერმარკეტის თუ მაღაზიის ქსელში. დააგროვეთ ქულები და საჭირო დროს აუცილებლად გამოგადგებათ.

5. იყიდეთ მეორადი. ეს ძირითადად ტანსაცმელს ეხება. ასევე შეიძლება იგივე ითქვას საოჯახო ტექნიკასა და ავეჯზეც. მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის ნივთი დროებით და არა ხანგრძლივი გამოყენებისთვის გჭირდებათ. ეს თანხის მნიშვნელოვნად დაზოგვაში დაგეხმარებათ.

მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა შემცირდა - როგორია ფასები და რა სახის მეორად პროდუქციას ყიდულობენ ყველაზე ხშირად?

6. დაელოდეთ ფასდაკლებებს და შეეცადეთ მხოლოდ ფასდაკლების დროს იყიდოთ ტანსაცმელი ან თუნდაც საკვები პროდუქტი.

7. ეცადეთ არ გადააცილოთ კომუნალურების თუ სესხების, განვადების და სხვა ფინანსური ვალდებულების გადახდის დღეს. ჯარიმები დამატებითი ხარჯია.

ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა იცვლება

8.  და ბოლოს, დაზოგეთ თანხა კომუნალურებში. თუ როგორ, ამას სპეციალისტი გვირჩევს. წაიკითხეთ მისი რჩევები აქ

myquiz