გაფიცვის უჩვეულო ფორმა, რომელიც იაპონიაში ავტობუსების მძღოლებმა გამოიყენეს | Allnews.Ge

გაფიცვის უჩვეულო ფორმა, რომელიც იაპონიაში ავტობუსების მძღოლებმა გამოიყენეს

მიტინგის ან საპროტესტო აქციის მოწყობის ნაცვლად, იაპონიის ქალაქ ოკაიამაში ავტობუსების მძღოლებმა, რომლებმაც გაფიცვა გამოაცხადეს, საკუთარ მარშრუტებზე გასვლა და მგზავრების მომსახურება გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ გაფიცვის გამო ისინი მგზავრებისგან საფასურის მიღებაზე უარს ამბობდნენ.

მძღოლებსა და კომპანია Ryobi-ს შორის დავა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აპრილში ქალაქში კონკურენტმა კომპანიამ დაიწყო მუშაობა, რომელიც მგზავრებს უფრო იაფად ემსახურება. ამის შემდეგ კომპანია Ryobi-ს მძღოლებმა სამსახურის უზრუნველყოფა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი გადაწყვიტეს, სალარო აპარატები ავტობუსებში პოლიეთილენის პარკებით დაეფარათ და მგზავრები უფასოდ გადაეყვანათ. მათი მოსაზრებით, ასე კომპანიას უფრო დიდი ზიანი მიადგებოდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ გაფიცულიყვნენ.

პროტესტის მსგავსი ფორმა სხვა ქვეყნებშიც არაერთხელ გამოუყენებიათ. გასულ წელს სიდნეიში ავტობუსის მძღოლებმა უფასოდ მგზავრობის დღე გამოაცხადეს, როდესაც მთავრობამ ავტობუსებით გადაყვანის პრივატიზაციის გეგმების შესახებ გამოაცხადა.

ქალაქ ბრისბენში მძღოლებმა ასეთი ტაქტიკა გასული წლის ივლისში აირჩიეს, როდესაც ხელფასების მომატება, უსაფრთხოების გაუმჯობესება და სამუშაო გრაფიკების გაუმჯობესება მოითხოვეს.

რამდენია მეტროს მემანქანეების ხელფასი? - თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათთან დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს

მაგრამ პროტესტის ყველაზე განსხვავებულ ფორმას ბრაზილიაში, "უფასო მგზავრობის მოძრაობამ" მიაგნო, რომელთა წევრებიც აცხადებენ, რომ ფასიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალურ უთანასწორობას ქმნის.

2003 წლიდან ქალაქ სალვადორში, ათასობით სტუდენტმა და მუშამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაძვირების გასაპროტესტებლად ქუჩები გადაკეტა, რამაც 2013 წელს საყოველთაო ხასიათი მიიღო და ბრაზილიის მთელ ტერიტორიაზე აქციებს მილიონამდე ადამიანი შეუერთდა.

გლდანის დეპოში მეტროს მემანქანეთა გაფიცვა დაიწყო

myquiz