პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯვარი დაიწერეს | Allnews.Ge

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯვარი დაიწერეს

წმინდა ჯორჯის სახელობის ეკლესიაში საქორწინო ცერემონიალი მიმდინარეობს. მეგანმა და ჰარიმ უკვე დადეს ფიცი, თუმცა საეკლესიო რიტუალი ჯერ არ დასრულებულა.

საკურთხევლამდე მეგანი ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა. ტომას მარკლმა შვილის ქორწილზე დასწრება ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო.

ცერემონიას ესწრება დედოფალი ქმართან, პრინც ფილიპთან ერთად. აქ არიან სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც, პრინცისა და მეგანის მეგობრები.

myquiz