რა იწვევს ფილტვის სიმსივნეს, რომელიც სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზეა | Allnews.Ge

რა იწვევს ფილტვის სიმსივნეს, რომელიც სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზეა

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი ონკოლოგიური დაავადებაა. გავრცელებით ის მეორე ადგილს იკავებს კანის კიბოს შემდეგ, ხოლო სიკვდილიანობით - პირველს, ამიტომ მკითხველს ალბათ დააინტერესებს ინფორმაცია მისი აღმოცენების, სიმპტომების, დიაგნოსტიკის მეთოდებისა და მკურნალობის სპეციფიკის შესახებ.

საინტერესო ფაქტები

ფილტვის კიბო მამაკაცებში ქალებზე 7-10-ჯერ ხშირად გვხვდება. ავადობა ასაკის პირდაპირპროპორციულად იზრდება. 60-69 წლის მამაკაცებში მისი 60-ჯერ მეტი შემთხვევა აღირიცხება, ვიდრე 30-39 წლის პირებში.

რუსეთში ფილტვის კიბო ყველა სხვა ონკოლოგიურ პათოლოგიაზე მეტადაა გავრცელებული. ამ დაავადებით მამაკაცთა სიკვდილიანობა თურმე ყველაზე მაღალია შოტლანდიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და ლუქსემბურგში. ქალთა სიკვდილიანობით ლიდერობს ჰონკონგი, მეორე ადგილზე კი შოტლანდიაა. სალვადორში, სირიაში, გვატემალასა და ბრაზილიაში კი ფილტვის კიბო პრაქტიკულად არ გვხვდება.

ნორმალური უჯრედების ავთვისებიანად გადაგვარების ანუ სიმსივნურ უჯრედებად ტრანსფორმაციის მექანიზმები ბოლომდე გაშიფრული არ არის, თუმცა მრავალი მეცნიერული კვლევის შედეგად გამოყოფილია ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფი, რომელიც უჯრედთა ავთვისებიან გადაგვარებას იწვევს. მოგეხსენებათ, ამ ნივთიერებებს კანცეროგენები ეწოდება.

ფილტვის კიბოს რისკფაქტორებია:

კანცეროგენების ჩასუნთქვა - შემთხვევათა 90%-ში დაავადება შეჭიდულია მოწევასთან, უფრო კონკრეტულად, თამბაქოს კვამლში არსებულ კანცეროგენებთან. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დღეში ორი ან მეტი ღერის მოწევა 25-125-ჯერ (სხვა რისკფაქტორებთან კომბინაციის კვალობაზე) ზრდის ფილტვის კიბოს რისკს;

ატმოსფეროს დაბინძურება - ინდუსტრიულ რაიონებსა და გადამამუშავებელი საწარმოებით მდიდარ რეგიონებში ადამიანები 3-4-ჯერ ხშირად ავადდებიან ფილტვის სიმსივნით, ვიდრე სოფლად;

აზბესტთან, რადონთან, დარიშხანთან, ნიკელთან, კადმიუმთან, ქრომსა და ქლორმეთილის ეთერთან კონტაქტი;

რადიაქტიური დასხივება;

ფილტვის ქრონიკული დაავადებები (პნევმონია, ტუბერკულოზი).

სამწუხაროდ, ფილტვის კიბოს უჯრედები დიდი სიჩქარით მრავლდება, რის გამოც სიმსივნური წარმონაქმნი სწრაფად იზრდება. არანამკურნალევი კიბო ვრცელდება (იზრდება) მეზობელ ორგანოებში - გულში, მსხვილ სისხლძარღვებში, საყლაპავში, ხერხემალში, აზიანებს ამ ორგანოებს და მათი ფუნქციის მოშლას იწვევს. სისხლითა და ლიმფით კიბოს უჯრედები მთელ ორგანიზმში ვრცელდება და წარმოქმნის ახალ სიმსივნურ კერებს - მეტასტაზებს. მეტასტაზები ყველაზე ხშირად ვითარდება ლიმფურ კვანძებში, მერე ფილტვში, ღვიძლში, თავის ტვინში, ძვლებში, თირკმელებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში.

ფილტვის კიბოს ტიპები

myquiz