როგორ გამოიყურება საქართველოს პრეზიდენტების ხელმოწერები? | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება საქართველოს პრეზიდენტების ხელმოწერები?

ხელმოწერა უნიკალურია. ის ადამიანის საჯარო სახეა და ზოგადად ბევრ მიზანს ემსახურება. ხელმოწერა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თანახმა ხართ გარკვეულ პირობებზე, რომ იზიარებთ გარკვეულ მოსაზრებას. გარკვეული დოკუმენტის ხელმოწერით შესაძლოა მას ლეგიტიმური ძალა მისცეთ. გამომდინარე იქიდან რომ დღეში შესაძლოა ათობით და ასეულობით ხელმოწერა გააკეთოთ ის უკვე მექანიკური ხდება, თუმცა ამის მიუხედავად ფსიქოლოგებს ხელმოწერაზე დაკვირვებისა და მისი გაანალიზების შედეგად თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ.

ამერიკელი ფსიქოლოგი ჯეიმს რასკინი ხელმოწერას 40-ზე მეტი ნიშნით უკეთებდა ანალიზს და ამბობდა, რომ თუკი ის ფართოა, მიუთითებს მფლობელის გლობალურ აზროვნებაზე;

გრძელი - ადამიანს სურს პრიბლემის არსში ღრმად შეღწევა. მის მფლობელის შესახებ ასევე შეიძლება ითქვას, რომ მონოტონური სამუშაო გულზე არ ეხატება.

თუკი ხელმოწერა მომრგვალებულია, მისი პატრონი რბილი, კეთილი და გაწონასწორებულია.

კუთხოვანი - მოუთმენლობაზე, გაღიზიანებაზე, დამოუკიდებლობაზე, პატივმოყვარეობასა და სიჯიუტეზე მიუთითებს.

ასოებს შორის მოკლე მანძილი ხელმოკლეობაზე, სიძუნწეზე და ჩამჯდარ ეკონომიურობაზე მიგვანიშნებს, მით უმეტეს, თუ ასოებიც წვრილია.

ამ ანალიზის ფონზე გთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტების ხელმოწერებს. მათი ხასიათის თვისებებზე მსჯელობა კი თქვენთვის მოგვინდვია.

myquiz