ამსტერდამში სუიციდისთვის სპეციალური კაპსულა წარადგინეს | Allnews.Ge

ამსტერდამში სუიციდისთვის სპეციალური კაპსულა წარადგინეს

ამსტერდამში დამკრძალავი ინდუსტრიის გამოფენაზე "სუიციდის კაფსული" წარადგინეს. ამის შესახებ South China Morning Post წერს. მოწყობილობა Sarco ნიდერლანდებშია შექმნილი. მას ფუტურისტული დიზაინი აქვს, რომელიც კოსმოსური ფრენების ასოციაციას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის შემქმნელები არიან ნიდერლანდელი დიზაინერი ალექსანდრე ბანინკი და ავსტრალიელი აქტივისტი ფილიპ

ნიჩკეა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ევთანაზიის ლეგალიზებას უჭირს მხარს.

"სუიციდის მსურველები მცირე თავბრუხვევას იგრძნობენ, შემდეგ სწრაფად გონებას დაკარგავენ და მოკვდებიან", - განაცხადა ნიჩკემ.

შემქმნელებმა გამოფენაზე მხოლოდ მოწყობილობის მაკეტი წარადგინეს, თუმცა მომხმარებლებმა VR-სათვალეების საშუალებით კაფსულის შემოწმება შეძლეს. რეალური მოწყობილობის შექმნას ბანინკი და ნიჩკე წლის ბოლოსთვის აპირებენ.

myquiz