რა ხდება თქვენს ორგანიზმში საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში? | Allnews.Ge

რა ხდება თქვენს ორგანიზმში საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში?

ალბათ გსმენიათ მოარული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვმა საღეჭი რეზინი გადაყლაპა და ის ბავშვის მუცელში 7 წლის განმავლობაში დარჩა.

რას ამბობენ მეცნიერები ამის შესახებ? ამერიკული ქიმიური საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების სერიიდან ირკვევა, თუ რა კონკრეტულ პროცესებს გადის თქვენ მიერ გადაყლაპული საღეჭი რეზინი საჭმლის მომნელებელ სისტემაში. აღმოჩნდა, რომ გადაყლაპული საღეჭი რეზინი შესაძლოა გადაურჩეს საჭმლის გადამუშავების პროცესს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში გადაყლაპული რეზინი ჯერ კიდევ თქვენს ორგანიზმშია.

საჭმლის გადამუშავების სამი ძირითადი ეტაპია: პირველი მათგანი მექანიკურ პროცესს გულისხმობს ანუ ღეჭვას. მეორე ფოკუსირებულია პროტეინებზე ნერწყვსა და კუჭში, რომელიც ადამიანის ორგანიზმს მიღებული საკვების დაშლაში ეხმარება. ბოლო არის მჟავები, რომელსაც საჭმლის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი მასა ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომ მასამ ადვილად დატოვოს ორგანიზმი.

ტრადიციულად, როდესაც ჭამთ, კბილები და ენა ერთად მუშაობს, რათა მიღებული ულუფა წვრილ ნაწილებად დააქუცმაცონ. შემდეგ ყლაპვის შედეგად კუნთები ამ დაქუცმაცებულ მასას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უშვებს, იქამდე სანამ ის საბოლოოდ ჩავა კუჭში და იქ არსებული წვენის შედეგად დამუშავდება.

იმ დროს, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობს, ნერწყვში არსებული პროტეინები, კუჭის წვენი და ნაწლავები ისეთ ქიმიურ პროცესს უძღვებიან, რომელიც მიღებულ საკვებს იმ ნუტრიენტებად გარდაქმნის, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს.

ამის შემდეგ პროცესში მჟავები ერთვებიან, რომლებიც იმ მასას გარდაქმნიან, რომელიც საკვებისგან დარჩა.

მაგრამ საღეჭი რეზინის სტრუქტურა თვისობრივად განსხვავდება ჩვეულებრივი საკვებისგან, სულ მცირე იმით, რომ დაღეჭვის შედეგად მისი დაქუცმაცება შეუძლებელია. ის ან ნატურალურ ან სინთეტიკურ რეზინას შეიცავს, რის გამოც საღეჭი რეზინა წელვად კონსისტენციას იღებს ამიტომ ვერც კბილებისა და ენის ერთობლივი მუშაობა ვერ ერევა მას. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. როდესაც საღეჭ რეზინს ყლაპავთ, ის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ისე გადის და კუჭში ისე ჩადის, როგორც ერთი გიგანტური ლუკმა. თანაც რეზინი პროტეინებისთვის ფაქტობრივად ხელშეუხებელია.

თქვენს კუჭში არსებული მჟავა გარემოც კი როგორც წესი უძლურია რეზინის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში საღეჭი რეზინი ისე გადის საჭმლის მომნელებელი სისტემის დიდ ნაწილს, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად მაინც მთლიანობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაშლა ვეერ ხერხდება, ეს არ აფერხებს კუნთებს, რომ ის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაბოლოებისკენ წაიღოს და საბოლოო ჯამში თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნოს რამდენიმე დღეში.

myquiz