სახლები, რომლებსაც რობოტი 12 საათში აწყობს - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

სახლები, რომლებსაც რობოტი 12 საათში აწყობს - იხილეთ ფოტოები

საცხოვრებელი სახლის ხელით აშენებას დიდი დრო სჭირდება და ამასთანავე გაცილებით ძვირია, სწორედ ამიტომ კომპანიების გადაწყვეტილებით მშენებლობის ზოგიერთი პროცესი ახლა ავტომატიზირებულია.

სტარტაპერი სამშენებლო კომპანია ICON-ი სახლის ზოგიერთი ნაწილის გასაკეთებლად 3D პრინტერს იყენებს. მანქანას 60 კვარდატული მეტრის ფართობის სახლისთვის კედლების, სახურავისა და იატაკის გაკეთება 12 საათში შეუძლია. მშენებლობის პროცესში ჩართულ ადამიანს რჩება მხოლოდ ფანჯრებისა და კარის ჩასმა, სანტექნიკისა და ელექტროსისტემის გაყვანა.

The Verge-ის ინფორმაციით ICON-მა სახლის პროტოტიპი მიმდინარე წელს ტეხასში გამართულ SXSW-ის ფესტივალზე წარმოადგინა.

არაკომერციულ ორგანიზაცია New Story-სთან თანამშრომლობით სტარტაპერ კომპანიას 2019 წლის დასასრულისთვის ასამდე მსგავსი სახლის შექმნა ელ-სალვადორში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის სურს.

თუმცა, როგორც ჩანს, ICON-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც სახლებს 3D პრინტერის დახმარებით აშენებს. გასულ წელს Business Insider-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟის თანახმად უკრაინულმა სტარტაპერმა კომპანია PassivDom-მა ისეთი 3D პრინტერი შექმნა, რომელსაც 8 საათში 38 კვადრატული მეტრი ფართობის სახლის აშენება შეუძლია.

myquiz