რა ვითარებაა შვედეთის ციხეებში? | Allnews.Ge

რა ვითარებაა შვედეთის ციხეებში?

შვედეთის ციხეებმა სახელი მთელს მსოფლიოში ლიბარული მიდგომითა და პროგრესულობით გაითქვა. შვედეთის პენიტენციალური სისტემა პატიმრების რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული და არა მათი გარკვეული პერიოდით ციხეში გამომწყვდევაზე. სწორედ ამის გამო შვედეთში განმეორებითი კანონდარღვევა და კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების მაჩვენებელმა პერმანენტული კლება დაიწყო. შესაბამისად ქვეყანაში მთელი ევროპის მასშტაბით ხელახალი კანდოდარღვევის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სულ რაღაც 16%.

"ჩვენი მიზანი არ არის დამნაშავებიის დასჯა, მას შემდეგ რაც ისინი პენიტენციალურ დაწესებულებაში ხვდებიან, რადგან საპატიმროში მოხვედრა და თავისუფლების აღკვეთა უკვე თავისთავად არის სასჯელი. სასჯელია ის რომ ისინი ჩვენთან არიან", - განაცხადა შვედეთის პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანეlმა ნილ ობერგმა.

შესაძლოა, მსგავსი მიდგომა იყოს ის პანაცეა, რომლის საშუალებითაც შვედეთში 2004 წლის შემდეგ ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა 1%-ით იკლებს და 5,722-დან 4,500-მდე შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში 4 ციხე დაიხურა.

ნილ ობერგის განმარტებით, კანონდამრღვევთა წინააღმდეგ სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისას ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. პირველი, უნდა გადაწყვიტო რას ანიჭებ უპირატესობას - საპატიმრო თუ არასაპატიმრო მოდელს. დამნაშავის ციხეში გაგზავნა ყოველთვის ბოლო ეტაპი უნდა იყოს და არა პირველი გამიზნული არჩევანი.

"მე რამდენადაც ვიცი ნებისმიერი პენიტენციალური სისტემის ძირითადი ამბიცია ციხეების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებაა, შვედეთში ჩვენ უპირატესობას პრობაციასა და ალტერნატიულ სადამსჯელო ღონისძიებებს ვანიჭებთ. ახდენს თუ არა ეს გავლენას იმაზე რომ ჩვენი საზოგადოება გაცილებით უსაფრთხო გახდა? ჩემი პასუხია - დიახ"- აღნიშნა ნილ ობერგმა.

მეორე არჩევანი რომლის გაკეთებაც ხელისუფლებასა და პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელს მოუწევს, არის თუ როგორ უნდა მოიქცე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ციხეში აღმოჩნდნენ.

"ჩვენი ეროვნული სტრატეგია ამ საკითხში სამი მიმართულებით ვითარდება - პირველია ციხის კონტროლი. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ციხეს, ყვრელაფერში და ყოველთვის. ციხეზე კონტროლის დამყარება კარგ მენეჯმენტსა და ლიდერობას გულისხმობს. ჩვენი თანამშრომლები მართავენ ციხეებს და არა ადამიანებს, რომლებიც ციხეებში არიან.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ჩვენ ვითვლით თითოეულ დღეს. პატიმართა დიდი უმეტესობა, ციხეში ხანმოკლე ვადით იმყოფება. სწორედ ამიტომ მათ სამომავლო ქცევაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანაში შეზღუდულები ვართ, ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ნებისმიერ შესაძლებლობას.

და მესამე, ჩვენს აქტივობებს ისე ვგეგმავთ, რომ პატიმრებს ისე მოვექცეთ როგორც ადამიანებსა და არა როგორც კრიმინალებს. როგორც წესი ციხიდან გამოსვლისას ადამიანს რაც მოაქვს არის ორი ტომარა ტანისამოსი და ისე ჩანს თითქოს შენი ცხოვრება ციხეში ყოფნის დროს გაჩერდა, სწორედ ამ მომენტში შვედეთის ციხე რადიკალურად განსხვავდება სხვა ქვეყნის პენიტენციალური დაწესებულებებისგან, რადგან შვედეთში პატიმრებს აქვთ სწავლისა და საუნივერსიტეტო კურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ასე რომ პატიმარს ციხიდან გასვლის მომენტიდანვე შეუძლია ახალ სამსახურზე იზრუნოს, ეს კი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ყოფილმა პატიმარმა დანაშაული ხელახლა არ ჩაიდინოს და არ დაბრუნდეს საპატიმროში",- განმარტა ნილ ობერგმა.

გარდა ამისა, შვედეთის ციხეში პატიმრებს პატივისცემით ეპყრობიან, საპატიმროს ბინადრები და მისი თანამშრომლები ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ, რაც მათ შორის დაძაბულობას, ურთიერთდაპირისპირებასა და ძალადობის სურვილს ამცირებს.

"ციხის ოფიცრები ყოველთვის და ყველგან პატიმრებთან ერთად არიან, თანაც მთელი დღის განმავლობაში. რამდენიმე წლის წინ ციხის მენეჯერის მიმართვას მოვკარი ყური, რომელიც ციხის ახალ ოფიცრებს ეუბნებოდა "თუ ჩემს გუნდში მუშაოაბა გსურთ ყველანაირი ადამიანის უნდა მოგწონდეთ. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, რადგან თუ არ მოგწონს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრი ვერ იქნები და ეს ლოგიკურიც არის- თუ ციხის თანამშრომლებს ეშინიათ საპატიმროს ბინადრების იმ დანაშაულის გამო რაც მათ ჩაიდინეს, ან უპატივცემულოდ და ზემოდან უყურებენ მათ იმის გამო რომ პატიმრები ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მსგავსი პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება მის მიერ დაკავებული პოზიციიდან, რადგან ჩვენ ვმართავთ ისეთ დაწესებულებებს, სადაც პატივისცემის გამოხატვა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და არა კომპრომისის საგანი"- განმარტა ობერგმა.

შვედეთის ხელისუფლებას სჯერა, რომ ქვეყნის პენიტენციალური სისტემა ეფექტური სწორედ პატიმართა რეაბილიტაციის პრაქტიკის გამოა, რომელიც მათ ციხეში მოხვედრის შემდეგ მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს და პროფესიასა და კონკრეტულ უნარებს სძენს.

myquiz