რას საქმიანობდნენ მსოფლიოს ამჟამინდელი ლიდერები, როდესაც პუტინი რუსეთის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს | Allnews.Ge

რას საქმიანობდნენ მსოფლიოს ამჟამინდელი ლიდერები, როდესაც პუტინი რუსეთის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს

1999 წლის 9 აგვისტოს ბორის ელცინმა ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. 2000 წელს პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად გახდა და მას შემდეგ ხელისუფლების სათავე ფაქტობრივად არ დაუტოვებია.

რას წაროადგენდნენ და რას საქმიანობდნენ მაშინ მსოფლიოს ამჟამინდელი ლიდერები:

ჩრდილოეთ კორეის ახლანდელი ლიდერი კიმ ჩენ ინი, მაშინ 17 წლის იყო და შვეიცარიის სკოლის გამოსაშვები დღისთვის ემზადებოდა.

საფრანგეთის პერეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2000 წელს 21 წლის იყო და უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული. ის ფილოსოფოს პოლ რიკერთან დამხმარედ მუშაობდა.

ერთ-ერთ ყველაზე სიმპატიურ ლიდერად აღიარებული კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო პუტინის გაპრეზიდენტების მომენტისთვის 27 წლის იყო. ის ფრანგულსა და მათემატიკას ასწავლიდა.

სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, მაშინ ქვეყნის პირველი პირის პოსტს ჯერ კიდევ არ იკავებდა. 34 წლის იყო და ყოფილი ოფთალმოლოგისა და მოქმედი პოლკოვნიკის სტატუსს ატარებდა, ამასთანავე, რესპუბლიკის გვარდიას ხელმძღვანელობდა.

არგენტნინის მოქმედი პრეზიდენტი მაურისიო მაკრი მაშინ, როდესაც პუტინი პირველად გახდა კრემლის ლიდერი საფეხბურთო კლუბ ბოკა ხუნიორსის პრეზიდენტი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინის გაპრეზიდენტებისას 53 წლის იყო და უკვე მეორე ცოლს შორდებოდა. ტრამპმა სწორედ იმ პერიოდიში გამოთქვა პირველად თეთრი სახლის ლიდერობის სურვილი, თუმცა მალე გადაიფიქრა.

იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი პირველი ვადით აირჩიეს პრეზიდენტად ნურსულტან ნაზარბაევი უკვე 60 წლის იყო და უკვე 10 წლის განმავლობაში ედგა ყაზახეთის ხელისუფლებას სათავეში.

myquiz