მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა დასახელდა | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა დასახელდა

ცივი ზამთრისა და გრძელი ბნელი ზამთრების მიუხედავად, ფინეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა. გაეროს კვლევის მიხედვით, ეს სახელმწიფო 156 სხვა ქვეყანას შორის სიის სათავეში აღმოჩნდა იმ ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა – სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური დახმარება და კორუფციის მინიმალური მაჩვენებელი.

ფინეთი ყველაზე ბედნიერ ქვეყნად მიიჩნევა, იმის მიუხედავად, რომ დაბალი ტემპერატურა და მზის ნაკლებობაა, რაც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობაში დეპრესიის გამომწვევ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

რაც შეეხება სხვა ჩრდილოევროპულ ქვეყნებს: დანია მესამე ადგილზეა, ისლანდია კი მეოთხეზე. ფინეთმა წელს მეხუთედან პირველზე გადმოინაცვლა და ნორვეგია მეორე ადგილზე გადაიყვანა.

ფინეთის დაწინაურებას მოსახლეობა საბაზისო პირობების გამართულობას უკავშირებს. სოფია ფოლი, რომელიც ჰელსინკში ცხოვრობს და 24 წლისაა თვლის, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა უდიდეს როლს თამაშობს ამ ყველაფერში და მას ყველა პირობა აქვს, რომ ბედნიერად იცხოვროს. მას დაეთანხმა 28 წლის ინარ ლეპიტოც, რომელმაც აღნიშნა, რომ მუდმივი თოვლის მიუხედავად, ძალიან კარგია ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება.

რაც შეეხება საქართველოს, იგი წლის რეიტინგში 128 ადგილს იკავებს.
ტოპ–10 ყველაზე ბედნიერი სახელწმიფოების სიაში მოხვდა შვეიცარია, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, შვედეთი და ავსტრალია.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეტს, ის მე–19 ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რომელიც მე–18 პოზიციაზე აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მე–11 ადგილზე ყოფილა, თუმცა ამდრომდე ვერ შეძლო ათეულში მოხვედრა, რაც რამდენიმე მიზეზით აიხსნება.

გაეროს კვლევის მიხედვით, აშშ–ში აღინიშნება კომპლექსური ჯანდაცვის კრისიზი, რაც მოიცავს ჭარბწონიანობას, ოპიოიდურ მიჯაჭვულობებსა და დეპრესიის შემთხვევებს. გარდა ამისა, "სოციოპოლიტიკური სისტემა" ქვეყანაში ქმნის არათანასწორ გარემოს და იწვევს ბედნიერების მინიმალურ კოეფიციენტს.

ერთ–ერთი სოციოლოგის აზრით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ნდობის, ხელგაშლილობისა და სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა, სწორედ ეს იწვევს იმას, რომ სხვა ქვეყნები უფრო ბედნიერები არიან.

ბედნიერების რეიტინგში ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ქვეყანად ბურუნდი დასახელდა. ეს აღმოსავლეთ აფრიკული სახელმწიფო მსოფლიოში ყველაზე ღარიბად მიიჩნევა, რომ არაფერი ვთქვათ ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის ფაქტებსა და პოლიტიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე.

myquiz