თუ ფოტოზე ცალი თვალი წითელი გაქვთ, შესაძლოა, თვალის სიმსივნე გქონდეთ - საინტერესო ფაქტები თვალზე | Allnews.Ge

თუ ფოტოზე ცალი თვალი წითელი გაქვთ, შესაძლოა, თვალის სიმსივნე გქონდეთ - საინტერესო ფაქტები თვალზე

თვალი - ადამიანის სხეულის ერთ-ერთი რთული ორგანოა. მეცნიერები თვალის შესახებ ახალი ფაქტების აღმოჩენაზე დღემდე მუშაობენ.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს თვალის შესახებ, რაც შესაძლოა აქამდე არ იცოდით:

თეორიულად მიიჩნევა, რომ ადამიანის თვალს შეუძლია 10 მილიონი ფერის და 500 მილიონი ნაცრისფერი ტონის გარჩევა. თუმცა, პრაქტიკაში საუკეთესო შედეგად ითვლება თუნდაც 150 ფერის გარჩევა (ისიც ხანგრძლივი მუშაობის შედეგად).

მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენ საშუალოდ 24 მილიონ გამოსახულებას ვხედავთ.

ადამიანი, როდესაც რაიმე მოძრავს ობიექტს უყურებს, ამ დროს თვალი რიტმულ, რბილ უწყვეტ მოძრაობებს აკეთებს.

ადამიანის თვალს შეუძლია სპექტრის მხოლოდ სამი ნაწილის აღქმა: წითელის, ცისფერის და ყვითელის. დანარჩენი ფერები კი მათი კომბინაციაა.

თვალები უწყვეტად გადასცემს ტვინს ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას.

თვალები ტვინს ყველაზე მეტი სამუშაოთი ტვირთავენ, ვიდრე სხვა დანარჩენ ორგანოებს;

თვალს შეუძლია წამში დაახლოებით 50 საგანზე ფოკუსირება;

თვალის დიამეტრი დაახლოებით 2,5 სმ-ია, ხოლო წონა - დაახლოებით 8 გრამი.

თუ ფოტოაპარატის განათების გამო ფოტოზე თქვენ ცალი თვალი წითელი გაქვთ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ თქვენ თვალის სიმსივნე გქონდეთ (იმ შემთხვევაში თუ ორივე თვალით ობიექტივის ერთი მიმართულებით იყურებით). საბედნიეროდ, ეს 95%-ით განკურნებადია.

ქალები თვალებს მამაკაცებთან შედარებით ორჯერ მეტად ახამხამებენ.

გამოსახულებები, რომლებიც ჩვენს ტვინში იგზავნება, რეალურად ინვერსიულია (შებრუნებულია).

ხანდახან ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან აფაკიით (თვალის ბროლის უქონლობა), სინათლის ულტრაიისფერი სპექტრს ხედავენ.

თითოეული წამწამი დაახლოებით 5 თვე "ცოცხლობს";

ყოველი მე-12 მამაკაცი დალტონიკია.

თითოეული თვალი შეიცავს 107 მილიონ უჯრედს და ყველა მათგანი სინათლის მიმართ მგრძნობიარეა.

კოსმონავტებს არ შეუძლიათ კოსმოსში ტირილი გრავიტაციის არარსებობის გამო. ცრემლები ბურთებად იკვრება და თვალებს წვავს.

ფრაზა "თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო", გამომდინარეობს იქიდან, რომ თვალი არის ყველაზე სწრაფი კუნთი ორგანიზმში. თვალის დახამხამებას დაახლოებით 100-150 მილიწამი სჭირდება, ანუ წამში შესაძლებელია თვალის 5-ჯერ დახამხამება.

ჩვენ თვალის მხოლოდ 1/6-ს ვხედავთ.

თვალის პრობლემებით მიმართვიანობამ იმატა - რა რეკომენდაციებს გვთავაზობს ოფთალმოლოგი?

დაახლოებით 10 000 წლის წინ ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა, სანამ შავი ზღვის მიდამოებში მცხოვრებ ერთ-ერთ ადამიანმა გენეტიკური მუტაცია არ განიცადა, რამაც თვალის ფერის ცისფრად გარდაქმნა მოახდინა.

თითის ანაბეჭდებს გააჩნია 40 უნიკალური თვისება, ხოლო თვალის ფერად გარსს - 256. სწორედ ამ მიზეზის გამო, უსაფრთხოების მიზნით გამოიყენება თვალის ბადურის სკანირება.

მეკობრეები ცალ თვალს იხვევდნენ იმისათვის, რომ მხედველობა სწრაფად შეგუებოდა სინათლეს გემბანზე და გემბანის ქვეშ. ამ გზით, ისინი ცალ თვალს მკაფიო შუქს აჩვევდნენ, მეორე თვალს კი ნახევრად სიბნელეს.

როდესაც საყვარელ ადამიანს ვუყურებთ, ჩვენი თვალის გუგები 45%-ით ფართოვდება.

დაახლოებით ქალების 2% განიცდის გენეტიკურ მუტაციას, რისი წყალობითაც მათ ბადურის დამატებით კონუსები აქვთ. ეს მათ 100 მილიონი ფერის გარჩევის საშუალებას აძლევს.

ადამიანის თვალის რქოვანა იმდენად ჰგავს ზვიგენის რქოვანას, რომ ამ უკანასკნელს თვალის ოპერაციების დროს ხშირად იყენებენ.

ყველაზე იშვიათი თვალის ფერი არის - მწვანე. დედამიწის მცხოვრებთა მხოლოდ 2%-ს გააჩნია მწვანე თვალები.

ადამიანების 1%-ს მარცხენა და მარჯვენა თვალი სხვადასხვა ფერის აქვს.

7 მარტივი რჩევა მხედველობის შესანარჩუნებლად

ფუტკრებს თვალებში თმები აქვთ, რომლებიც მათ ქარის მიმართულებაში და ფრენის სიჩქარის განსაზღვრაში ეხმარება.

გახელილი თვალებით დაცემინება შეუძლებელია.

თვალების მოძრაობის შემოწმებით 98,3%-ით შესაძლებელია შიზოფრეენის დადგენა.

myquiz