მარკ ცუკერბერგი Facebook-ზე განსახორციელებელ კიდევ ერთ ცვლილებას აანონსებს | Allnews.Ge

მარკ ცუკერბერგი Facebook-ზე განსახორციელებელ კიდევ ერთ ცვლილებას აანონსებს

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, სოციალურ ქსელში განსახორციელებელ კიდევ ერთ ცვლილებას აანონსებს, რომლის შედეგადაც, როგორც თვითონ ამბობს, Facebook-ზე გატარებული დრო უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს ვიდრე აქამდე.

"გასულ კვირას Facebook-ზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შესახებ განვაცხადე, რომელიც ხელს შეუწყობს შინაარსიან და აზრიან სოციალურ ინტერაქციას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ნაცვლად იმისა, რომ სოციალური ქსელი პასიურად მოვიხმაროთ. ცვლილებების შედეგად, თქვენ ნაკლებ საჯარო მასალებს, მათ შორის, ახალ ამბებს, ვიდეოებსა და პოსტებს ნახავთ, რომლებსაც სხვადასხვა ბრენდები ავრცელებენ. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, უხეშად რომ ვთქვათ, ველით, რომ თქვენს "ნიუს ფიდში" ახალი ამბების მხოლოდ 4%-ი გამოჩნდება, განსხვავებით იმ 5%-სა, რომელიც დღეს ჩანს. ეს დიდი ცვლილებაა, თუმცა ახალი ამბები ყოველთვის იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რათა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა დაიწყონ"- ნათქვამია ცუკერბერგის განცხადებაში.

ამასთან, ფეისბუქის დამფუძნებელმა მეოერე მნიშვნელოვანი სიახლე წარმოადგინა, რომელიც მიმდინარე წელს Facebook-ზე გავრცელებული სიახლეების მაღალ ხარისხსა და სანდოობას უზრუნველყოფს.

"მე უკვე ვთხოვე შესაბამის ჯგუფს, დარწმუნდეს, რომ უპირატესობას ვანიჭებთ იმ სიახლეებს, რომლებიც ნამდვილი, ინფორმაციული და ადგილობრივია. შესაბამისად, შემდეგი კვირიდან მუშაობას სანდო წყაროებით ვიწყებთ."- აღნიშნა Facebook-ის დამაარსებელმა.

ცუკერბერგის თქმით, მსოფლიოში გამოკვეთილია სენსაციონალიზმის, დეზინფორმაციისა და პოლარიზაციის ტენდენცია. სოციალური მედია კი ადამიანებს საშუალებას აძლევს, გაავრცელონ ინფორმაცია იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე.

"თუ ჩვენ საგანგებოდ არ დავუპირისპირდით ამ პრობლემებს, მაშინ გავაძლიერებთ მათ. სწორედ ამიტომ არაის მნიშვნელოვანი, რომ „ნიუს ფიდში“ გავრცელედეს მხოლოდ მაღალი ხარისხის ინფორმაცია".

ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ყველაზე რთული კითხვა, რომელთანაც ამ პროცესში გამკლავება მოუწევთ, არის, როგორ გადაწყვიტონ რომელი წყარო არის რეალურად სანდო მსოფლიოში.

"მოგვიწევს, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ, მაგრამ ამის გამო თავს კარგად სულაც არ ვგრძნობთ. ვფიქრობდით, რომ ამ პროცესში ექსპერტების მოსაზრებებიც მოგვეშველიებინა, ასევე ერთი გამოსავალია ისიც, რომ იგივე კითხვა თქვენ, საზოგადოებას, დაგისვათ და თქვენი შეფასება სანდო წყაროების განსაზღვრის პროცესში გამოვიყენოთ. გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოების აზრი აღნიშნულ პროცესში უფრო ობიექტური იქნებოდა.

ვაპირებთ, შემდეგნაირად მოვიქცეთ: ჩავატარებთ გამოკითხვას, სადაც საზოგადოების წევრებს ვკითხავთ, ხშირად იყენებენ თუ არა საინფორმაციო წყაროებს და რომელ საინფორმაციო წყაროს მიიჩნევენ სანდოდ. მთავარი იდეა ის არის, რომ ზოგიერთი საინფორმაციო ორგანიზაცია სანდოა მხოლოდ მისი მკითხველებისა და მაყურებლებისთვის, ზოგიერთი კი ფართო ნდობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, მათ შორისაც კი, ვინც ხშირად არ ადევნებს თვალს აღნიშნულ საინფორმაციო ორგანიზაციას".

მარკ ცუკერერგი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილებები, რომლის შედეგადაც, ერთი მხრივ, წყაროების სანდოობა უნდა განისაზღვროს და, მეორე მხრივ, "ნიუს ფიდში" აზრიანი პოსტები უნდა გამოჩნდეს, Facebook-ზე გატარებულ დროს უფრო ნაყოფიერს გახდის.

"ეს უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ჩვენ განვამტკცებთ ჩვენს ურთიერთობებს, გვექნება უფრო აქტიური დიაოგი და ინტერაქცია იმის ნაცვლად, რომ სოციალური ქსელი პასიურად მოვიხმაროთ და როდესაც სიახლეს წავიკითხავთ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ისინი ნამდვილად მაღალი ხარისხისა და სანდო წყაროების მიერაა მომზადებული და გავრცელებული"- აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

myquiz