მეცნიერების მტკიცებით, მსოფლიოს ცალკეული რეგიონები თანდათან უფრო ცივი ხდება | Allnews.Ge

მეცნიერების მტკიცებით, მსოფლიოს ცალკეული რეგიონები თანდათან უფრო ცივი ხდება

ნიუ-იორკმა წელს, ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთარი გამოსცადა. დაკეტილი სკოლები, 55 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა - ქალაქი უბრალოდ გაიყინა. იანვარში ნიუ-იორკს რეკორდულად ცივი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ქარბუქი დაატყდა. ამას ამერიკაში მოჰყვა კითხვები - ხომ არ არის საჭირო გლობალური დათბობის პროგნოზებში სერიოზული ეჭვები შევიტანოთ?

ანომალური ყინვა აშშ-ში - დაათვალიერეთ ფოტოები

მაგრამ არსებობს ტერიტორიები, რომლებიც აღნიშნულ ტენდენციას არ მიჰყვებიან. მაგალითად, ანტარქტიდის ზღვის ყინულოვანი მასის ზომა არა მხოლოდ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

"ანტარქტიდის გარშემო არსებული ოკეანეები - თუ ჩვენ ბოლო 50 წლის მანძილზე ტემპერატურის ტენდენციებს გადავხედავთ - არის ადგილი, სადაც დათბობა არც თუ ისე შესამჩნევია, - განმარტავს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიის პროფესორი კაილ არმორი, - ბოლო 30 წლის მანძილზე იქ ტემპერატურა პირიქით იკლებს".

ანტარქტიდაში ტემპერატურის კლება გამოწვეულია იმით, რომ დასავლეთის ქარის გამო, ზედაპირული წყლები ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილდება. შემდეგ ამ წყლებს ენაცვლება ოკეანის სიღრმიდან ამოსული წყალი, რომელსაც დღის სინათლე სამრეწველო რევოლუციიდან არ უნახავს. შესაბამისად, გასაგებია, რომ ეს წყალი ძალიან ცივია.

მართალია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან ცივი ზამთარი მოვიდა, მაგრამ ეს არის კომპლექსური ამინდის სისტემების დესტაბილიზაციის შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ ფრაზას "გლობალური დათბობა" შეცდომაში შევყავართ, მაგრამ ტერმინოლოგიის მიუხედავად, კლიმატის ცვლილება რეალურია.

myquiz