ვინ იყიდა ყველაზე ძვირად ღირებული სახლი მსოფლიოში? | Allnews.Ge

ვინ იყიდა ყველაზე ძვირად ღირებული სახლი მსოფლიოში?

როდესაც ორი წლის წინ ვერსალის მახლობლად, ლუვესიენში მდებარე ლუდოვიკო XIV-ს სასახლე 300 მილიონ დოლარად გაიყიდა, მსოფლიო მედიამ მას "მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი" უწოდა. მაშინ მყიდველის ვინაობა არ დასახელდა.

17 დეკემბერს კი The New York Times-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც სასახლის მფლობელად საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამად იბნ სალმანი სახელდება.

გამოცემის ინფორმაციით, პრინცის სხვა ძვირად ღირებული შენაძენების ჩამონათვალშია მდიდრული იახტა, რომელიც მანამდე რუს მაგნატ იური შეფლერს ეკუთვნოდა, და ლეონარდო და ვინჩის ტილო "მსოფლიოს მხსნელი", რომელიც დიმიტრი რიბოლოვლევს ეკუთვნოდა და Christie’s აუქციონზე 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გაიცანით საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზებას ცდილობს

ლუვესიენის სასახლე არანაირ ისტორიულ ღირებულებას არ შეიცავს. სასახლის წინა მფლობელმა ემად ჰაშოგიმ 2009 წელს ძველი სასახლე დაანგრია, რათა ადგილი ახალი შენობისთვის გაეთავისუფლებინა. ერთი შეხედვით, სასახლე XVII საუკუნეში აშენებულს ჰგავს, მაგრამ დეკორაციების მიღმა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები იმალება. შადრევნების, განათებისა და უხმო კონდიციონირების ჩართვა სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი. სასახლეს აქვს ღვინის მარანი, კინოთეატრი და საცუარო აუზი.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში მემკვიდრე პრინცი მუჰამად იბნ სალმანი ანტიკორუფციულ კომიტეტს ხელმძღვანელობს.

myquiz