იხილეთ ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადადის | Allnews.Ge

იხილეთ ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადადის

მოდის ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა არსებობს ჩანთების, ფეხსაცმლისა თუ ტანსაცმლის გარკვეული მოდელები, რომლებიც აქტუალობას არასდროს კარგავენ.

Harper’s Bazaar-ის მიერ შედგენილი ჩამონათვალის მიხედვით, ასეთ სამოსს შორის პირველ ადგილს Burberry-ს გრძელი, თხელი პალტო იკავებს, რომელიც 1856 წელს გამოჩნდა, პალტო დიდი ზომისა და მკლავებით განსაკუთრებულად მოდურ იერს იძენს.

Chanel-ის ჩანთა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ალბათ უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად იყენებს, ისევ ტრენდულად მიიჩნევა და თავის ბრწყინვალებას არასდროს კარგავს.

The Calvin Klein-ის ვიწრო კაბა, რომელიც ზაფხულის სეზონზე ძალიან აქტუალურია, პირველად 90-იანების ლეგენდარულმა მოდელმა ქეით მოსმა ჩაიცვა. ეს მინიმალისტური კაბა სეზონის მოსვლასთან ერთად ყოველწლიურად უკან ბრუნდება.

ალბათ ყველას გაქვთ გარდერობში ერთი Converse All Star-ის კედი, რომელიც არასდროს ძველდება და თუ სიჩქარის გამო ფეხსაცმლის შერჩევა გიჭირთ, ყოველთვის კარგი გამოსავალია ხოლმე. დიახ, ეს კედი შესაძლოა, ტრენდად არც მიგაჩნიათ, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ში კალათბურთელებისთვის შეიქმნა, აქტუალობას არ კარგავს.

Chanel-ის ტვიდის პიჯაკი 50-იანების ტრენდს წარმოადგენს, რომელიც დღესაც აქტუალური და მიმზიდველია. ის ცნობილ მოდელებს, ბიზნესვუმენებსა თუ სხვადასხვა პროფესიის მქონე ქალებში ძალიან პოპულარულია.

Fendi-ს ჩანთა, რომელიც პირველად სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" გამოჩნდა. მას შემდეგ ჩანთის გარკვეული დეტალები იცვლებოდა, თუმცა ის აქტუალობას დღესაც არ კარგავს.

30 წელი გავიდა, რაც Hermes-მა შექმნა Birkin-ის ჩანთა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური აქსესუარია. მის შესაძენად მომხმარებლები თავიანთ ანგარიშს Hermes-ში ხსნიან, რომლის თანამშრომლებიც მას შეხვდებიან და გაანალიზებენ, რამდენად სერიოზულია, შეთავაზება. მომხმარებლები Hermes-ის სიაში მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებიან ხოლმე.

Levi’s 501 - ჯინსი, რომელიც ბევრ ჩვენგანს ძალიან უყვარს, იხსენს და რომ შეეძლოს. ყოველდღე ჩაიცვამდა, როგორც 90-იან წლებში, ისე ახლაც ძალიან პოპულარულია. თავიანთ პოსტერებში ვაინონა რაიდერი, ქეით მოსი, ჯეიმს დინი და ჯონი დეპი სწორედ ამ ჯინსებით გვევლინებოდნენ ხოლმე.

Gucci Loafer-ები თითქმის ყველა ქვეყნის მოდის კვირეულის განუყრელი ატრიბუტია. ის უხდება როგორც ურბანულ, ისე კლასიკურ სტილს და უკვე თითქმის 20 წელია, ძალიან პოპულარულია.

ტყავის ქურთუკი ჩვენს ქვეყანაში ძალიან უყვართ. 90-იან წლებში ის გარკვეულწილად პიროვნების იდენტობას გამოხატავდა, შემდეგ ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ახლა ტყავის ქურთუკი შემოდგომა-გაზაფხული განუყრელი ატიბუტია, რომელიც როგორც ყვავილებიან კაბასა და ჩექმას, ისე ჯინსს უხდება.

Manolo Blahnik-ის დეკორატიული ფეხსაცმელი, ქალს საშუალებას აძლევს, კლასიკური იერის მისაღებად ბევრი დრო და ენერგია არ დახარჯოს, ამიტომ ის ძალიან პოპულარულია.

Max Mara-ს აქლემის ბეწვისფერი პალტო ელეგანტური და შეუცვლელია. მაღაზიებში ყოველ წელს, რამდენი ფერის პალტოც არ უნდა დავათვალიეროთ, მათ შორის ყოველთვის შენიშნავთ ამ ტონალობის მქონე სამოსს. როგორც Harper’s Bazaar-ი წერს, Max Mara-ს ეს პალტო უფრო წარმატებულია, ვიდრე თავად Max Mara.

Prada-ს ზურგჩანთა როგორც მოზარდებში, ისე მოზრდილებში ძალიან აქტუალურია. ის როგორც კლასიკური, ისე სპორტული სამოსისთვის შესაფერისად შეიძლება მივიჩნიოთ. მსგავსი ჩანთა Prada-მ პირველად 1984 წელს გამოუშვა.

როგორც ტყავის ქურთუკი, ისე Ray Ban Aviator-სიც ქართველ მომხმარებლებს ძალიან უყვართ. მნიშვნელობა არ აქვს, ორიგინალია თუ მისი მსგავსი ვერსია, მთავარია, სწორედ ასეთი ფორმისა და ამ ბრენდის წარწერით იყოს. თბილისის ქუჩებში მზის გამოსვლასთან ერთად უამრავ Ray Ban-ს დაითვლით, რომლებიც პატრონებს უკვე დიდი ხანია აქვთ და მოხსნასაც არ აპირებენ.

ზოლიანი ნაქსოვი უკვე წლებია, ჩვენს გარდერობებს ამშვენებს. თავდაპირველად, ის Breton and Saint James-მა შემოგვთავაზეს, ძალიან მოგვეწონა და მუდმივად გვაცვია, როცა მხოლოდ მეთევზეების, მეზღვაურებისა და იახტის თანამშრომელთა სამოსად მიიჩნეოდა.

Rolex- ამ ბრენდის სახელი ბევრისთვის ფუფუნებასთან ასოცირდება. თუ აპირებთ, რომ ინვესტიცია ამ საათში ჩადოთ, გახსოვდეთ, რომ ცოტა რამაა ამ ბრენდის საათების მსგავსად სასურველი.

დიდი ხანია Cartier-ის სამაჯური სოციალური ქსელების "ჰიტი გახდა", რადგან Instagram-ის მომხმარებლების უმეტესობას ეცოდინება, რამდენი მოდის წარმატებული ბლოგერი უწევს მას პოპულარიზაციას. აღნიშნული სამაჯური Carter-მა 70-იან წლებში შექმნა.

Diane von Furstenberg-ის "გადასახვევი" კაბა, შექმნის შემდეგ პოპულარობას არ კარგავს, თავდაპირველად, მისი შექმნის მიზეზი სისწრაფე და დროის დაზოგვა იყო.

Yves Saint Laurent-ის სმოკინგი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი. როცა Yves Saint Laurent-მა ის პირველად შექმნა, ქალების სტილში რევოლუციური დეტალები შეიტანა, რადგან მიიჩნეოდა, რომ ქალების ელეგანტურობა შარვლის ტარებასთან დაკავშირებული არ იყო.

Burberry-ის შარფი უკვდავი ტრენდია. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი და გავრცელებულია, რომელიც პოპულარობას არასდროს კარგავს.

Barbour-ის ქურთუკი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, ქეით მიდლტონის ერთ-ერთი საყვარელი აქსესუარია. შესაძლოა, ქეით მიდლტონთან თქვენც სწორედ ეს გავაკშირებდეთ. ქურთუკი თბილი, კომფორტული და ამავდროულად ძალიან მოდურია.

myquiz