მუქი ფერის ლაქი ფრჩხილზე და ხამანწკების ჭამა - რა ეკრძალება ბრიტანეთის პრინცესას? | Allnews.Ge

მუქი ფერის ლაქი ფრჩხილზე და ხამანწკების ჭამა - რა ეკრძალება ბრიტანეთის პრინცესას?

"დისნეის" მულტიპლიკაციური ფილმების ყურებისას პრინცესობაზე გოგონების უმეტესობა ოცნებობს. ზღაპრული კოშკი, მომხიბვლელი პრინცი და დიდი სამეფო - რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი. სინამდვილეში კი პრინცესას ცხოვრება მარტივი სულაც არ არის. Bright Side გვთავაზობს ბრიტანეთის პრინცესებისთვის აკრძალულ 14 ქმედებას:

ავტოგრაფი

ქეით მიდლტონს უფლება აქვს თავის ფანებთან ერთად გადაიღოს ფოტოები, მათ ჩამოართვას ხელი, თუმცა ავტოგრაფის მიცემა ნებადართული არ არის. სამეფო წესების თანახმად, ქეით მიდლტონს ხელმოწერის გაკეთება მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებზე შეუძლია. აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დედოფალ ელიზაბეტის შიშია, რომ ვინმე ხელმოწერას სამეფო ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენებს.

ოფისში მუშაობა

რამდენად უცნაურადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ბრიტანეთის პრინცესას არც ამის უფლება აქვს. სანამ დაქორწინდებოდა, ქეითი მისი მშობლების ბიზნესში იყო ჩართული, ახლა კი მისი ერთადერთი საქმიანობა საქველმოქმედო სადილებზე დასწრება და სკოლებსა და საავადმყოფოებში ვიზიტია. აღსანიშნავია, რომ ასეთ ღონისძიებებს ქეითი ნაკლებად ესწრება, ამიტომ მას მეტსახელად "ზარმაცი ქეითიც" შეარქვეს. ის სამეფო ოჯახის წევრებიდან მსგავს შეხვედრებს თავს ყველაზე ხშირად არიდებს.

ხამანწკების ჭამა

ცნობილი ფაქტია, რომ ქეით მიდლტონისთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო, როდესაც მას შეატყობინეს, რომ ხამანწკების ჭამა ეკრძალებოდა. აღნიშნული შეზღუდვა დაკავშირებულია მის ალერგიულობასთან, რადგან ცალკეული პირებისთვის შესაძლოა, ხამანწკები მომწამვლელი აღმოჩნდეს, სამეფო ოჯახის წევრებს კი საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება ეკრძალებათ.

მკვეთრი ფერის ფრჩხილის ლაქი

დრეს კოდის თანახმად, კემბრიჯის ჰერცოგინიას მხოლოდ გამჭვირვალე, კანისფერი ფრჩხილის ლაქის ტარების უფლება აქვს.

პრინცესას ფრჩხილი ლაქი, როგორც წესი შეიძლება იყოს გამჭვირვალე ვარდისფერი და კანისფერი.

სოციალურ ქსელში საკუთარი პროფილი

სამეფო ოჯახისთვის სოციალურ ქსელებზე განსაკუთრებული აკრძალვები მოქმედებს, რადგან პერსონალური ინფორმაცია საჯარო სივრცისგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. მაგალითად, Twitter-სა და Instagram-ზე სამეფო ოჯახის ოფიციალური გვერდები არსებობს, თუმცა ისინი კონტროლდება პროფესიონალებისგან, რომლებიც ფოტოებსა და ტექსტებს დაკვირვებით არჩევენ. ალბათ ბრიტანეთის პრინცესასთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, მცირე ზომის თაიგულის ფოტოს გამოქვეყნების უფლებაც რომ არ აქვს.

საჯაროდ კოცნა

რამდენჯერ გაგჩენიათ სურვილი საყვარელი ადამიანისთვის საჯარო სივრცეში გეკოცნათ? წარმოიდგინეთ, რამხელა დისკომფორტია, როცა ამის გაკეთება აკრძალული გაქვთ. ბრიტანეთის დედოფალს მიაჩნია, რომ საჯაროდ გრძნობების გამოხატვა შეუფერებელია. ამ აკრძალვის გამო ვრცელდებოდა ჭორები, რომ ქეითი და პრინცი უილიამი თავს უხერხულად გრძნობდნენ, რადგან საზოგადოების წინაშე გამოჩენისას ყოველთვის დისტანციას ინარჩუნებდნენ. ეს აკრძალვა დისკომფორტი იქნება ახალდაქორწინებული მეგან მარკლისა და პრინცი ჰარისთვისაც.

საყიდლებზე მარტო წასვლა

კემბრიჯის ჰერცოგინიასაც ისევე უყვარს საყიდლებზე სიარული, როგორც ბევრ ჩვენგანს, მაგრამ დაცვის წევრების გარეშე მას ამის გაკეთების უფლება არ აქვს.

ბეწვიანი ქურქის ან სამოსის ტარება

პრინც უილიამზე დაქორწინებამდე ქეით მიდლტონს ბეწვიანი ქურქი ხშირად ეცვა, ეხურა მსგავსი ფაქტურის შემცველი ქუდებიც, თუმცა აკრძალვის თანახმად, კემბრიჯის ჰერცოგინიას ახლა მხოლოდ ბუნებრივად დაღუპული ცხოველების ბეწვის მქონე ტანსაცმლის ჩაცმა შეუძლია.

ხმის მიცემა

ქეით მიდლტონს, ისევე როგორც სამეფო ოჯახის სხვა წევრებს აკრძალული აქვთ ხმის მიცემა ან პარლამენტის საქმიანობაში ჩარევა. მონარქებმა უნდა შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი და თავიანთი რეპუტაცია პოლიტიკით არ შელახონ.

გაურკვეველი ბრენდისა და წარმომავლობის კაბები

ქორწინებამდე ქეით მიდლტონი ახალგაზრდულ სტილს ხშირად ირგებდა. ახლა მას მხოლოდ მოდური და ელეგანტური სამოსის ტარების უფლება აქვს. მის სტილს ახლა ფრთხილად არჩევენ სტილისტები, რათა გაურკვეველი წარმომავლობისა და ჰერცოგინიასთვის შეუფერებელი სამოსი თავიდან აიცილონ. სავარაუდოდ, იგივე ელის მეგან მარკლსაც.

"მონოპოლის" თამაში

სამეფო პროტოკოლის თანახმად, აკრძალვა "მონოპოლის" თამაშზეც ვრცელდება, რადგან ეს თამაში გრძნობებისგან დაცლილად და უზნეოდ მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, პრინცის ცოლს უფლება აქვს ითამაშოს ჰოკეი.

ოჯახთან ერთად მოგზაურობა

ჩვენგან განსხვავებით, კემბრიჯის ჰერცოგინია არ ელოდება შვებულებას ან არდადეგებს, რომ ოჯახთან ერთად ახალი ადგილები მოინახულოს, რადგან ამას სამეფო წესები უკრძალავს. სამეფო ოჯახში ეს წესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ საუკუნეში თვითმფრინავით მგზავრობა საფრთხისშემცველი იყო. ეს წესი სამეფო ოჯახის გენეალოგიას განადგურებისგან იცავს, თუმცა მისი დარღვევა ხანდახან შესაძლებელია, რადგან ახლა თვითმფრინავით მგზავრობა გაცილებით უსაფრთხოა.

არასწორ ადგილზე დაჯდომა

სამეფო ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას წესები, რომლებიც კონკრეტულ ადგილებზე დაჯდომასა თუ დადგომას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ელიზაბეტ მე-2 სადილობას დაასრულებს, ეს პროცესი ოჯახის ყველა წევრმა მაშინვე ყველამ უნდა შეწყვიტოს.

სილამაზის სალონში კვირაში 3-ზე ნაკლებჯერ მისვლა

კემბრიჯის ჰერცოგინია ყოველთვის ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს, მას თმა მუდმივად მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ მას სილამაზის სალონში მისვლა კვირაში მინიმუმ 3-ჯერ უწევს.

myquiz