როგორ ვუმკურნალოთ ანგინას სახლის პირობებში? | Allnews.Ge

როგორ ვუმკურნალოთ ანგინას სახლის პირობებში?

ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა: მოზრდილებში ავადობა 4-5%-ს შეადგენს, ბავშვებში - დაახლოებით 6%-ს.

ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბ-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც.

ანგინის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები.

როგორ ვუმკურნალოთ ანგინას?

ანგინას სიმძიმის შესაბამისად მკურნალობენ. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკის დანიშვნისა და შერჩევის პრივილეგია ექიმს ეკუთვნის. ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება უფრო მეტად ასუსტებს ორგანიზმს.

ანგინის დროს საჭიროა წოლა, ბევრი სითხის სმა, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.
მცენარეული პრეპარატებიდან კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხახის სანაციისთვის როგორც ანგინის, ასევე ქრონიკული ტონზილიტის დროს. კარგია თაფლიც - ერთი კოვზი ჭამის წინ დღეში სამჯერ, პირში 1-2 წუთს გაჩერებით (ალერგიის შემთხვევაში ეს მეთოდი მიუღებელია), ასევე - ლიმონიანი ჩაი ან უშაქრო ლიმონის დაღეჭვა.

რა ასაკში ჯობს "გლანდების" ოპერაციის გაკეთება და რა გართულებებს იწვევს ის?

ანგინის პროფილაქტიკა გულისხმობს: ორგანიზმის გაკაჟებას, სწორ კვებას (მათ შორის - ჩვილის ძუძუთი კვებას), ინფექციის კერების (ღრძილების და კბილების დაავადებები, სინუსიტები, ადენოიდები, რაქიტი) დროულ გამოვლენასა და მკურნალობას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

myquiz