ძაღლთან ერთად ძილი დასვენების ხარისხს აუმჯობესებს | Allnews.Ge

ძაღლთან ერთად ძილი დასვენების ხარისხს აუმჯობესებს

ღამით მშვიდი ძილი და კარგად დასვენება მთელი დღის ნაყოფიერებას განაპირობებს. კარგად გამოძინენებაში კი შეიძლება ჩვენი ძაღლი დაგვეხმაროს, იმ შემთხვევაში თუ მას საძინებელში შემოვუშვებთ. ახალი კვლევის თანახმად, შინაურ ცხოველთან ერთად ძილი დასვენების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ამ დასკვნამდე მაიოს კლინიკის მეცნიერები მივიდნენ.

მკვლევარები 5 თვის განმავლობაში 40 ახალგაზრდას დააკვირდნენ, რომლებსაც ძილის რეჟიმის დარღვევა არ აწუხებდათ. კვლევაში მონაწილე ადამიანებიც და მათი ძაღლებიც ცდის განმავლობაში, სპეციალურ მოწყობილობას ატარებდნენ, რომელიც ღამით მათი ძილის ხარისხს ზომავდა.

მიღებულე შედეგებისას გაანალიზების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ძილის ხარისხი, ვინც ძაღლს საძინებელიში უშვებდა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მათი, ვინც შინაური ცხოველის გარეშე ძილს ამჯობინებდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლთან ერთად ერთ საწოლში ძილი დასვენების ხარიხს პირიქით აქვეითებს. აქედან გამომდინარეობს, რომ შინაურ ცხოველს საძინებელში საკუთარი ადგილი უნდა ჰქონდეს, თუ გვინდა, რომ ამან ჩვენს დასვენებაზე დადებითი გავლენა იქონიოს.

myquiz