დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი | Allnews.Ge

დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი

კოსმოსიდან გადაღებული სურათების მიხედვით, დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა უდაბნო დაშტე-ლუტში დაფიქსირდა.

დაშტე-ლუტი ირანის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში, ირანის აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი სიგრძე 500, სიგანე კი 100-200 კილომეტრია. უდაბნოს ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთ უმშრალესად და ამავე დროს, ბიოლოგიურად უსიცოცხლო ზონად მიიჩნევა. უდაბნოს აღმოსავლეთი ნაწილი დაფარულია მშრალი, მარილის ტბებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ქვიშის დიუნებით, რომლებიც ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში.

მკაცრი კლიმატის გამო, დაშტე-ლუტის ტერიტორიაზე შესვლას ყველაზე მამაცი მკვლევარებიც კი ვერ ბედავენ.

"იქ მეტეოსადგურების მშენებლობა თავში არავის მოუვა, - განაცხადა მეცნიერთა გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დევიდ მილდრექსლერმა, - "ჩვენი ინსტრუმენტების უდიდესი ნაწილი იქ არ მუშაობს".

დაშტე-ლუტში ტემპერატურის ერთადერთი დაფიქსირებული მაჩვენებელი 2005 წლით თარიღდება და 70,7 გრადუსს შეადგენს. თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციით, ტემპერატურის რეკორდებს დაშტე-ლუტი 2004, 2006, 2007 და 2009 წლებშიც ამყარებდა.

myquiz