04.08.2017 / 12:46
შრიფტის ზომა:

რისი ყიდვაა შესაძლებელი ნეიმარის ფასად?

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი "ბარსელონადან" პარი სენ-ჟერმანში გადავიდა. რაც გულშემატკივრებმა და ფეხბურთის მოყვარულებმა სენსაციურად შეაფასეს. ნეიმარმა ესპანურ კლუბს 222 მილიონი ევროს ოდენობის "გამოსასყიდი" თანხა გადაუხადა. სწორედ ამდენი იყო გათვალისწინებული კონტრაქტით.

დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ნეიმარი 262 მილიონი დოლარი ღირს. ამ ფასად კი შეგვიძლია ვიყიდოთ...

თვითმფრინავი (ან სამი)

იმავე ფასად რაც პსჟ-მ ნეიმარში გადაიხადა, სამი სამგზავრო ბოინგ 737-700-ის ყიდვაა შესაძლებელი, რომლის ფასი 82,4 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა თუ უფრო ახალი მოდელი გსურთ, მაგალითისთვის 737-800, მაშინ მხოლოდ 2 თვითმფრინავი მოგივათ, მაგრამ 65 მილიონი სხვადასხვა ხარჯებისთვის დაგრჩებათ.

ავიაგამანადგურებელი (ან 10)
თუ ბომბარდირის ნაცვლად ავიამოიერიშე გსურთ, თქვენს განკარგულებაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების რჩეული F-35 Lightning იქნება, რაც 94 მილიონი დოლარი დაჯდება, ასევე F-22 Raptor-ი რომელიც ამ დროისთვის, უკვე აღარ იწარმოება და 150 მილიონი დოლარი ღირს. უფრო ეკონომიური მყიდველისთვის, რუსული წარმოების 10 სუ-24-ის შეთავაზება ერთი ნეიმარის ფასად შეგვიძლია.

ნიუ იორკ იანკიზის სახელფასო ფონდი


თუ ფეხბურთს ბეისბოლი გირჩევნიათ, მაშინ გეტყვით, რომ ნეიმარის ფასად ნიუ-იორკ იანკიზის ძირითადი შემადგენლობისთვის ხელფასის გადახდას ერთი წლის განმავლობაში შეძლებთ. სპორტული პორტალის Spotrac-ის ცნობით,

ეს მხოლოდ 155 მილიონი დოლარი დაჯდებოდა.

ნეიმარის ღირებულება ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის მთლიან შიდა პროდუქტს უტოლდება
თუ ერთ ნეიმარი უკვე შეიძინეთ, მაშინ ექვსი პატარა ქვეყნიდან ერთ-ერთის ეკონომიკას გაუტოლდებით. თავად აირჩიეთ: ტუვალუ, მონსერატი, კირიბატი, ნაურუ, პალაუ, მარშალის კუნძულები - ყველა მათგანის მთლიანი შიდა პროდუქტი 33 მილიონი დოლარიდან 258 მილიონ დოლარამდე მერყეობს, აღნიშნული ციფრები გაეროს 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

პატარა კუნძულის მცხოვრებთა სახელმწიფო ვალის დაფარვა შეგიძლიათ


თუ ქველმოქმედების შადრევნის მოწყობა მოგინდებათ, მხოლოდ ნეიმარის ფასად, ისეთი პატარა ქვეყნის სახელმწიფო ვალის დაფარვას შეძლებთ, როგორიც მაგალითად ტონგა (28,3 მლნ. დოლარი), ფიჯი (72,4 მლნ.დოლარი) ან ვანუატუ (82 მლნ დოლარი ) განსაკუთრებული გულუხვობის შემთხვევაში, ჰაიტის ვალის დაფარვასაც შეძლებდით (234 მლნ. დოლარი)

თუ დღესვე დაიწყებთ ფულის შეგროვებას და ყოველდღიურად 1000 დოლარს გადადებთ 718 წლის შემდეგ, ერთი ნამდვილი ნეიმარის შესაძენ თანხას შეაგროვებთ.

გისურვებთ წარმატებას!!