მეცნიერების პროგნოზით, ტემპერატურის მკვეთრ მატებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება | Allnews.Ge

მეცნიერების პროგნოზით, ტემპერატურის მკვეთრ მატებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება

კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეული ტემპერატურის მკვეთრ მატებასა და ტენიანობის ზრდას მიმდინარე საუკუნის ბოლომდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. ასეთია მეცნიერების პროგნოზი.

მათი ვარაუდით, ძლიერი სიცხე განსაკუთრებით სამხრეთ აზიის, კერძოდ, ინდოეთის, ბანგლადეშისა და პაკისტანის მოსახლეობას უქმნის საფრთხეს. სწორედ აღნიშნულ რეგიონში ამდროისთვის დაახლოებით მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ჰაერის ძლიერი ტენიანობაც ემატება. ტემპერატურის მატება და ტენიანობის ზრდა კი მეცნიერების თქმით, გლობალური დათბობის შედეგი იქნება.

მკვლევარები აცხადებენ, რომ გლობალური დათბობის რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ატმოსფეროში სათბურის აირის რაოდენობის შემცირება.

myquiz