ორი დღეა საქართველოს მოქალაქეები საერთაშორისო ნომრიდან უჩვეულო ზარს იღებენ | Allnews.Ge

ორი დღეა საქართველოს მოქალაქეები საერთაშორისო ნომრიდან უჩვეულო ზარს იღებენ

ქართველი ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი დილიდან აქტიურად განიხილავს უცნაურ ზარს, რომელიც მათ ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა.

ზარი განხორციელდა შემდეგი ნომრებიდან: +675 7089 4040; +675 7089 4035; +675 7089 4025. საქართველოს მოქალაქეებს ამ ნომრებიდან ზარი მობილურ ტელეფონზე ბოლო ორი დღეა შესდით. როგორც ირკვევა, აღნიშნული კოდი და ნომერი პაპუა ახალ გვინეაშია რეგისტრირებული, კერძოდ, ქალაქ გოროკაში.

"კვირა დილას, რომ პაპუა ახალი გვინეადან დაგირეკავენ, რა უნდა იფიქრო?"; "რაღაც მაიმუნობაა, გუშინ საღამოს ჩემთანაც შემოვიდა მაგ ნომრიდან ზარი"; "დღეს მეც მომიკითხეს, დილიდან შეტევაზე არიან როგორც ჩანს" - წერენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნომრიდან ზარი უცხოეთის მოქალაქეებსაც ურეკავენ, რადგან მსგავსი პოსტები და ტეელეფონის "სქრინები" ფეისბუქზე ძალიან ხშირია. ზარებს ძირითადად აზიის და აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ, თუმცა როგორც ჩანს ამჯერად საქართველოც გახდა სატელეფონო თაღლითობის სამიზნე.

Google-ში აღნიშნული ნომრის მითითებისას პირველივე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ტელეფონის ნომრიდან სავარაუდოდ თაღლითური სქემით ხორციელდება ზარი. იხილეთ სრულად

 

myquiz