რისთვის გამოიყენებენ ღანძილს საქართველოში და რას კურნავს ეს მცენარე? | Allnews.Ge

რისთვის გამოიყენებენ ღანძილს საქართველოში და რას კურნავს ეს მცენარე?

ღანძილი ტიპიური ტყის მცენარეა, რომელიც წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ასევე ტყის პირებში გვხვდება. იგი მდიდარია ფიტონციდებით და სწრაფად სპობს ბევრ მავნე ბაქტერიას.

საქართველოში მას უხსოვარი დროიდან სამწნილედ იყენებენ, ახლად დაკრეფილს კი მოუხარშავადაც ჭამენ. მთის ღანძილი ნედლი, დამარილებული და დამწნილებული გამოიყენება სურავანდისა და ათეროსკლეროზის დროს, გააჩნია ჭიის დამდენი თვისება და აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ღანძილი ძლიერი ბაქტერიოციდური და ბაქტეროსტატიკური მოქმედების გამო ტრიქომონადური კოლიტების სამკურნალოდ გამოიყენება.

ხარშვის დროს ღანძილს სპეციფიკური უსიამოვნო სუნი აქვს. აღსანიშნავია, რომ თუ საქონელი ღანძილით იკვებება, მისი რძეც იძენს უსიამოვნო გემოს. მოხარშული ღანძილი იკმაზება მარილით, მზესუმზირის ზეთით, ძმრითა და ახალი ქინძით.

myquiz